ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ბაჩო დოლიძე - პეტრე ცისკარიშვილი მეგობარია კეზერაშვილის და გასაგებია, რომ კვიპროსში ჩავიდა, მაგრამ სხვები სად მირბოდნენ, ეგ ვერ გავიგე

ნახვები: 596 ბაჩო დოლიძე - პეტრე ცისკარიშვილი მეგობარია კეზერაშვილის და გასაგებია, რომ კვიპროსში ჩავიდა, მაგრამ სხვები სად მირბოდნენ, ეგ ვერ გავიგე

ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი მენეჯმენტის არჩევანი, გზა. მე სულ სხვა არჩევანი და გზა მაქვს - პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებს, ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად ინდივიდუალურად გადავწყვეტთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიას გუნდის წარმომადგენელმა ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კვიპროსში გამგზავრებას, სადაც დავით კეზერაშვილს შეხვდება.

დოლიძის თქმით, რაც ახლა ხდება, ისაა, რაზეც აქამდეც საუბრობდნენ.

„პეტრე [ცისკარიშვილი] მეგობარია იმ ადამიანის და გასაგებია, ჩავიდა, სხვები სად მირბოდნენ, ეგ ვერ გავიგე. მაგაზეა საუბარი, ხომ არ დავიწყებთ, „ხომ ვამბობდით, ხომ ვამბობდით“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი თანაგუნდელებთან ერთად კვიპროსში გაემგზავრა. მან დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილს შეხვდება.

„არა მარტო კეზერაშვილს, არამედ ძალიან ბევრ პატრიოტ ქართველს შევხვდები“,- განუცხადა ლევან ხაბეიშვილმა „რუსთავი 2“-ს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა