ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

გერმანია პალესტინელების მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას დროებით აჩერებს

ნახვები: 591 გერმანია პალესტინელების მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას დროებით აჩერებს

გერმანია პალესტინელების მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას დროებით აჩერებს.

გერმანიის კანცლერმა პალესტინის ხელისუფლების ხელმძღვანელს, მაჰმუდ აბასს ჰამასის ისრაელზე თავდასხმის დაგმობისკენ მოუწოდა და პალესტინის ხელისუფლების დუმილს, "სამარცხვინო" უწოდა.

ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია დროებით შეაჩერებს პალესტინელების მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას. გერმანია გეგმავს გადახედოს, რამდენად ეფექტურია და შეაქვს თუ არა რაიმე წვლილი ამ პროექტებს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის.

გერმანიის კანცლერი თვლის, რომ ჰამასის თავდასხმა ირანის მხარდაჭერით მოხდა - „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს სანდო მტკიცებულება, რომ ირანი ოპერატიულ დონეზე დაეხმარა ამ საზარელი თავდასხმის ორგანიზატორებს, ამავდროულად ჩვენ ყველას გვესმის, რომ ირანის მხარდაჭერის გარეშე ჰამასის ბოევიკები ვერასოდეს შეძლებდნენ ამ უპრეცედენტო თავდასხმის ორგანიზებას“, - თქვა შოლცმა.

მისი თქმით, ისრაელსა და ღაზას სექტორში არსებულ ვითარებას ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან ერთად განიხილავს. ასევე დაგეგმილია საუბარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და შეხვედრა ყატარის ემირთან - "სამივე ლიდერს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სიტუაციის დეესკალაციაში”, - ხაზგასმით აღნიშნა შოლცმა.

 

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა