ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გახდა
Russian attack disrupts power supply at Zaporizhzhia NPP threatening blackout
სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს - საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლის მიმართ
დავით კირთაძეს ცესკოს დატოვება მოუწევს
Russian combat losses in Ukraine up by 1,510 over past day
Canada confirms delivery of NASAMS air defense system to Ukraine
SBU, National Police detain five organizers of draft evasion schemes
Ukraine and 12 European countries launch new defense cooperation format - Umerov

ქართული ანტისემიტიზმი, ანუ, „ჩვენი იესო“

30.10.2023 ნახვები: 3166

ომმა ისრაელს და პალესტინას შორის გამოაღვიძა საქართველოში ის, რაც წლების მანძილზე მიძინებული იყო - ანტისემიტიზმი.

ითვლება, რომ ჩვენში ეს მახინჯი მოვლენა არ არსებობს, და ქართველებში ებრაელების მიმართ არანაირი სიძულვილი არ არსებობს, თუმცა, ეს წარმოდგენა მცდარია. საქართველოში არიან ანტისემიტები, თანაც, საკმაოდ ბევრნი. ეს არის იგივე ხალხი, ვინც თავგამოდებით იცავს სხვისი უკანალების სიწმინდეს, წვავს ევროკავშირის დროშას, ხოლო რუსებს „ერთმორწმუნე“ ერად მიიჩნევს.

ქართული ანტისემიტიზმი არის ზოგადად იმ სიმახინჯის ნაწილი, რომელსაც საზოგადოებას თავზე ახვევენ ეკლესია, ალტინფო, ამა ქვეყნის ლევან ვასაძეები, და ა.შ.

მათი არგუმენტები არანაირ კავშირში არაა საღ აზრთან და მიზეზებთან, რომელთა გამოც შესაძლებელია მთელი ერის მოძულება.

მაგალითად, არგუმენტი ნომერ პირველი - „ებრაელებმა ჩვენი იესო მოკლეს“. სატირალი რომ არ იყოს - ძალიან სასაცილოა.

რაო-რაო? თქვენი იესო მოკლეს? საიდან, რა კუთხით და რა ნიშნით არის ის „თქვენი? ებრაელებმა მოკლეს არა „ჩვენი“, არამედ თავიანთი იესო,  ერთ-ერთი მქადაგებელი ასობით მსგავსთა შორის. მან დაარღვია დაშვებული ზღვარი, თავი მესიად გამოაცხადა, მაგრამ რომისგან იუდეველების განთავისუფლებაზე არც კი უფიქრია. შემდეგ ტაძარში ვაჭრებს დაერია, რითიც მაღალჩინოსანი-რაბინების ბიზნეს-გეგმებს დაუპირისპირდა.

ასე შეიკრა წრე  - იესო მიუღებელი გახდა რიგითი იუდევლებისთვისაც და ელიტისთვისაც,

ბზობას ხომ აღნიშნავთ? როგორ შეხვდნენ იერუსალიმში იესოს ებრაელები, მაგრამ 1 კვირაში მოკლეს  - რატომ -  არ იცით? აი სწორედ ამიტომ  - რიგითი ებრაელები ისინი მასში სახალხო ლიდერს ხედავდნენ, რომელიც ის რეალურად არ იყო. რელიგიურმა მესვეურებმა კი მასში საშიში კონკურენტი დაინახეს.

ებრაელებმა მოკლეს თავიანთი იესო და თქვენ, ქართველო შავრაზმელებო, საერთოდ არანაირი შეხება არ გაქვთ ამ შიდა ებრაელურ საქმის გარჩევასთან.

ან „ებრაელებმა უარყვეს ჩვენი რელიგია“   - ეს რომელი, თქვენი? რომელიც შექმნეს ებრაელებმა, საბოლოო ფორმა მისცეს ბერძნებმა და ლეგალიზება მოახდინეს რომაელებმა?

თქვენი წმინდა წიგნის ერთი ნაწილი  - ძველი აღქმა - იყო დაწერილი ებრაელების მიერ, ებრაელებზე. და ებრაელებისთვის, და ის საერთოდაც არ იყო გათვალისწინებული იმისთვის, რომ ვიღაც თვითმარქვიებს ის საკუთარ სულიერ სიმდიდრედ გამოეცხადებინათ.

წარმოიდგინეთ, ხვალ გერმანელებმა „ვეფხისტყაოსანი“ საკუთარ წმინდა წიგნად რომ გამოაცხადონ და მერე ქართველები დახოცონ ბრალდებით „თქვენ ეს წიგნი არასწორად გესმით“?

ამ „თქვენს სარწმუნოებაში“ ერთი სტროფი მაინც თუ არის დაწერილი თქვენს ენაზე? პერსონაჟებს შორის არის თუნდაც ერთი თქვენი თანამემამულე? საერთოდ თუ არის ნახსენები თქვენი ქვეყანა, როგორც მოვლენა?

რაი თქვენი სარწმუნოება, რი თქვენი სარწმუნოება? მოიხიბლეთ სამოთხით და მარადიული სიცოცხლით, სულ ესაა, რის გამოც სრულიად უცხო სწავლება „თავისად“ მიიღეთ.

კიდევ უფრო ამაზრზენია ქართველი ანტისემიტების მხრიდან ჰუმანურობის ნიღბის მორგება.

რაო, პალესტინელი ბავშვები გეცოდებათ? როდის აქეთ გაქვთ რაიმე ემპათია ვინმეს მიმართ, ვინც თქვენნაირი ბნელი არაა? თქვენ ის ხალხი არა ხართ, ვინც „პლეხანოვზე ვერ დავდივართ, წაგვლეკეს არაბებმა“?  ის ხალხი არა ხართ, 2018 წელს მიტინგებს რომ აწყობდით და ქუჩაში არაბებს ურტყამდით სიტყვებით „წაეთრიეთ, უჯიშოებო“?

და ვაი, საოცრებავ, უცბად თქვენში გაიღვიძა სოლიდარობის გრძნობამ და შეგეცოდათ არაბი ბავშვები, რომელთა მამები ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე ხოცავენ ებრაელ ბავშვებს…

სხვათა შორის, ეს ის კატეგორიაა, რომელიც რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ ამართლებს სიტყვებით „აბა იუგოსლავია, ლიბია, სირია, ერაყი, ავღანეთი?“.

აქაც სასწაულთან გვაქვს საქმე - მამაპაპური ქართველს, რომელიც დედის მიერ ევროპიდან გამოგზავნილ ფულს კაზინოში ფქვავს, თურმე ღამ-ღამობით ძილს არ აცლის ფიქრები ლიბიაზე და ერაყზე.

როდის იყო, ქართველ უსაქმურს, ლოთბაზარას და ნარკომანს ლიბია და სირია აწუხებდა? იცის საერთოდ ამ ქვეყნებში რა ხდება? რამე რომ იყოს, რუკაზე მიაგნებს სად არიან?

ანტისემიტიზმი ზოგადად ბოროტებაa. თუმცა, ქართული ანტისემიტიზმი სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად უფრო მეტად ეფუძნება სიბნელეს და ფარისევლობას.

ტრადიციული გრუზინი - ანტისემიტიმზშიც კი ბანძია...

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა