მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი სიმულიანტობდა ორი წელი, მხარდამჭერებს შორისაც კი შეელახა რეპუტაცია

ნახვები: 603 ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი სიმულიანტობდა ორი წელი, მხარდამჭერებს შორისაც კი შეელახა რეპუტაცია

მიხეილ სააკაშვილი ორი წელი კვდებოდა, მისი მობრუნება იყო შეუძლებელი, თუმცა ვხედავთ, რომ მობრუნდა, აღარ კვდება, მისი დამოკიდებულება არის აბსოლუტურად არასერიოზული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ორი წელი იტყუებოდა, რომ კვდებოდა.

„სიმულიანტობდა ორი წელი, ბოლომდე დააზიანა საკუთარი რეპუტაცია. დარწმუნებული ვარ, მის მხარდამჭერებს შორისაც კი შეელახა მას რეპუტაცია. როდესაც საკუთარი მხარდამჭერი გიყურებს და ხედავს, რომ სიმულიანტობ, ასეთ დროს პოლიტიკური იმიჯის შენარჩუნება არის წარმოუდგენელი. ასეთ დროს მისი სურვილი, რომ მობრუნდეს პოლიტიკაში, წარუმატებლობისთვის არის განწირული“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა