ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ლევან ბეჟაშვილი - ოპოზიციას ცხრა დათქმაზე მომზადებული აქვს ხედვა, ჩვენგან კონსტრუქციულობა უზრუნველყოფილი იქნება

ნახვები: 600 ლევან ბეჟაშვილი - ოპოზიციას ცხრა დათქმაზე მომზადებული აქვს ხედვა, ჩვენგან კონსტრუქციულობა უზრუნველყოფილი იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ოპოზიციას ცხრა დათქმასთან დაკავშირებით მომზადებული აქვს თავისი ხედვა, როგორ შეიძლება რეკომენდაციების შესრულება, მათ შორის, სასამართლო რეფორმის, ანტიკორუფციული და დეოლიგარქიზაციის მიმართულებით.

„ჩვენი მხრიდან კონსტრუქციულობა უზრუნველყოფილი იქნება, მაგრამ, ამავე დროს, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ინკლუზიური პროცესი უზრუნველყოს და ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ არასამთავრობო სექტორი, მათი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს. ამიტომ მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა. მთელი ერთი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხრიდან განზრახ ქმედებებს ვხედავდით. საზოგადოებამ განსაჯოს, ვის ჰქონდა სტატუსის მიღების სურვილი და ვინ აკეთებდა ყველაფერს, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო. რეალურად, დასავლეთმა ქვეყანას სტატუსი მისცა არა ხელისუფლების დამსახურების გამო, არამედ ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს მიანიჭა. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ამ გარემოებების გამო მაინც უზრუნველყოს პროცესის ინკლუზიურობა და ყველა მხარეს შესთავაზოს პროცესში ჩართვა“, – განუცხადა ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა