მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ნომინანტთა შორის დაასახელეს - დაუჭირეთ მხარი, მიეცით ხმა

ნახვები: 604 კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ნომინანტთა შორის დაასახელეს - დაუჭირეთ მხარი, მიეცით ხმა

ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის საუკეთესო მამაკაცი მოთამაშის ნომინანტთა შორის დასახელდა, ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს გვერდით.

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ფორვარდი 29 მოთამაშესთან ერთადაა წარდგენილი ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, სადაც პირველობისთვის იბრძვიან ერლინგ ჰალანდი, ლიონელ მესი, კილიან მბაპე, მოჰამედ სალაჰი, ვიქტორ ოსიმენი, ჰარი კეინი, ჯუდ ბელინგემი, ბუკაიო საკა, ანდრე ონანა, ლაუტარო მარტინესი, რობერტ ლევანდოვსკი, ლუკა მოდრიჩი, ილქაი გიუნდოგანი, ვინისიუს ჟუნიორი, ანტუან გრიზმანი.

სიაში ყველაზე მეტი, ცხრა მოთამაშე „მანჩესტერ სიტიდანაა“: როდრი, კევინ დე ბრუინი, ხულიან ალვარესი, ერლინგ ჰალანდი, ჯეკ გრილიში, ედერსონი, ბერნარდო სილვა, რუბენ დიაში და ფილ ფოდენი.

გასულ სეზონში კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.

Globe Soccer Awards-ის ცერემონია 2024 წლის 12 იანვარს დუბაიში გაიმართება. ჯილდო 2011 წელს დაარსდა. მას შემდეგ მთავარი პრიზი ექვსჯერ კრიშტიანო რონალდომ მოიგო. საინტერესოა, რომ ლიონელ მესის, რომელმაც „ოქროს ბურთი“ და ფიფა-ს წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო ყველაზე მეტჯერ მოიპოვა, Globe Soccer Awards-ი მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული.

ხვიჩა კვარაცხელიასთვის ხმის მიცემა შესაძლებელია ამ ბმულზე.

Vote for the Globe Soccer Awards

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა