ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

მიმდინარე წელს, საქართველოში შიდსით ინფიცირების 560 შემთხვევა დაფიქსირდა

ნახვები: 592 მიმდინარე წელს, საქართველოში შიდსით ინფიცირების 560 შემთხვევა დაფიქსირდა

1-ელ დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღე აღინიშნება. სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 1-ელი დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში 1989 წლიდან დღემდე სულ 10 338 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული. მათგან 7736 - მამაკაცი და 2602 - ქალია. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, მათი რიცხვი 2185 პირს შეადგენს.

მიმდინარე წელს აივ ინფექციის 560 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შარშან შესაბამის პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია.

ანტირეტროსულ თერაპიას 6362 პაციენტი იტარებს, მათ შორის 41- ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მოხედვით შემდეგია:

* 32,2% - ნარკოტიკების ინექციური მოხმარება

* 51,7% - ჰეტეროსექსუალური კონტაქტი;

* 13,4 % - მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ სხვა მამაკაცთან

* 1,2 % - ვერტიკალური (დედიდან შვილზე) გადაცემა;

* 0,4 % - სისხლის გადასხმა

* 1,2 % - გადაცემის გზა დაუდგენელია.

რაც შეეხება აივ/შიდსის რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიულ განაწილებას, შემთხვევის უმეტესობა თბილისში აღინიშნება (3889 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა); შემდეგ სამეგრელოში - 1315; იმერეთში - 1246; აჭარაში - 1236; აფხაზეთში - (559); კახეთში - (504); ქვემო ქართლში - 648; შიდა ქართლში (401); გურიაში (214); სამცხე-ჯავახეთში (148) და ა.შ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა