Russian attack disrupts power supply at Zaporizhzhia NPP threatening blackout
სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს - საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლის მიმართ
დავით კირთაძეს ცესკოს დატოვება მოუწევს
Russian combat losses in Ukraine up by 1,510 over past day
Canada confirms delivery of NASAMS air defense system to Ukraine
SBU, National Police detain five organizers of draft evasion schemes
Ukraine and 12 European countries launch new defense cooperation format - Umerov
ISW analyzes changes in Russia's nuclear doctrine

მაია მიშელაძე

05.12.2023 ნახვები: 1254

სახელი, გვარი - მაია მიშელაძე

დაბადების წელი - 1974

მედიასაშუალება - გაზეთი „ვერსია“

პოზიცია - ჟურნალისტი, ეკონომიკისა და ბიზნესის რედაქტორი

მედიასაშუალებები, სადაც გიმუშავიათ - გაზეთი „რეზონანსი“, ჟურნალი „სარკე“, სააგენტო „ინტერპრესი“, მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, მედია ჰოლდინგი „კვირის პალიტრა“ - გაზეთი „ყველა სიახლე“, მედია ჰოლდინგი „ალია“, გაზეთი „ვერსია“.

 

თქვენი პირველი დღე მედიაში? – 1991 წლის 25 სექტემბერი, გამომცემლობა „სამშობლო“, გაზეთი „თბილისი“, სადაც ჯერ კიდევ სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ მივიტანე ჩემი პირველი სტატია „ქართველები შეარიგე, მერაბ!“ უბედნიერესი ვიყავი და სიტყვებით ვერ გადმოგცემთ ემოციას, როდესაც ეს სტატია დაიბეჭდა, თან გამხსნელი იყო, პირველი გვერდიდან იწყებოდა. რთული სიტუაცია იყო, თბილისი ორად იყო გაყოფილი, რუსთაველზე ბარიკადები იყო აღმართული და ეს სტატიაც ამ მდგომარეობას ასახავდა. 17 წლის ასაკში მივხვდი, რომ ორად გაყოფილ თბილისს და ბარიკადებს უნდა „გავქცეოდი“, მთაწმინდაზე ავსულიყავი და მერაბ კოსტავასთვის „მეთხოვა“ ქართველების შერიგება. მახსოვს, რადიოში წაიკითხა ეს სტატია დილით, დიქტორმა, გაზეთის გამოსვლის დღეს...

თქვენი პირველი მასალა? – პირველი მასალაც „თბილისში“ დაიბეჭდა. ახლა აღარავის უკვირს მიწისქვეშა გადასასვლელში სიმღერა, მაგრამ 1991 წლის ნოემბერში მართლა ერთადერთი ჯგუფი იყო, რომლებიც უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, მიწისქვეშა გადასასვლელში, „ბითლზის“ რეპერტუარს ასრულებდნენ. ხშირად ვუსმენდი ხოლმე, ჰოდა, ერთ დღესაც მივედი და ინტერვიუ ჩავწერე მათთან.

არის დღეს მედია მეოთხე ხელისუფლება? - დიახ, არის.

რა არის საზოგადოების დაკვეთა? - ის, რასაც ყოველდღიურად ვუყურებთ ტელევიზორში. არ მოგვწონს, ვაკრიტიკებთ კიდეც, მაგრამ ამ გადაცემებს რეიტინგი აქვს, შესაბამისად, საზოგადოების დაკვეთაც ესაა - იაფფასიანი შოუ და უგემოვნო სანახაობა.

ვის მიიჩნევთ საინტერესო რესპოდენტად? - საბედნიეროდ, ასეთები ბევრნი არიან, განსაკუთრებით, ჩემს სფეროში - ეკონომიკასა და ბიზნესს ვგულისხმობ. ამიტომ, ზოგადად გიპასუხებთ: საინტერესოა ყველა ის რესპოდენტი, რომელიც ზუსტად იმ კითხვებზე გპასუხობს, რომლებსაც კონკრეტულ მომენტში შენ, როგორც ჟურნალისტი სვამ და რომლებზე პასუხებიც გაინტერესებს.  

რომელია ექსკლუზივი, რომელიც დღემდე გახსოვთ? - საბედნიეროდ, ასეთი ბევრია, განსაკუთრებით „ვერსიაში“. თუმცა, ორ მათგანს გამოვყოფ, პირველი - ექსკლუზიური ინტერვიუ ბატონ რომან გოცირიძესთან, როდესაც დატოვა პრეზიდენტის (მიხეილ სააკაშვილი) მრჩევლის პოსტი ეკონომიკის საკითხებში. სხვათა შორის, ამ ინტერვიუს ზუსტად შვიდი წელი ველოდი, ბატონი რომანი დამპირდა, რომ როგორც კი თანამდებობას დატოვებდა, ინტერვიუს მე მომცემდა და სიტყვა შეასრულა, ისე მოხდა, რომ „ვერსიაში“ შედგა ეს ინტერვიუ და მეორე - ასევე, ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკაში მყოფ ბატონ თემურ ბასილიასთან, 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როდესაც ბატონი თემური პირველად გამოვიდა კონტაქტზე ხანგრძლივი და იძულებითი „ტაიმ-აუტის“ შემდეგ. ეს ინტერვიუც „ვერსიაში“ დაიბეჭდა.

რომელი იყო ყველაზე რთული დღე მედიასაქმიანობაში? – 2007 წლის 7 ნოემბერი... დღემდე მიკვირს, როგორ გადავურჩი დარბევას... ძალიან რთული დღეები იყო 2008 წლის აგვისტოში...

რომელია დღე, ფაქტი, მოვლენა, რომელიც გახარებთ? – 31 მარტი, რეფერენდუმის დღე, როდესაც ზვიად გამსახურდიამ საერთო-სახალხო კენჭისყრა ჩაატარა და რომელშიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობაც მონაწილეობდა. ძალიან მიყვარს 26 მაისი - დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.

რა (სად) არის თქვენთვის კომპრომისის ზღვარი? - შეურაცხყოფამდე, ცილისწამებამდე...

რომელი უფრო მნიშვნელოვანია - იყო პირველი თუ იყო მართალი? – იყო მართალი.

ვინ არის რესპონდენტი, რომელიც ვერ ჩაწერეთ? - კახა ბენდუქიძე.

რომელი ხელისუფლება იყო მედიასთან უფრო გახსნილი? - თვითონაც არ მჯერა, ამას რომ ვამბობ, მაგრამ შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლება იყო გახსნილი მედიასთამ.

მასალას ჟურნალისტიაკეთებსთუ რესპონდენტი? – ჟურნალისტი „აკეთებს“ რესპონდენტის დახმარებით.

ვინ არის პერსონა, რომელთანაც არასოდეს ითანამშრომლებთ? - ვფიქრობ, ასეთი პერსონა ან პერსონები არ არსებობენ. ჟურნალისტობა არის პროფესია, რომელიც ინფორმაციის მიღება-გავრცელების მიზნით, გავალდებულებს ყველასთან თანამშრომლობას, მათ შორის, ტერორისტებთანაც კი.

რა ვითარებაში გისარგებლიათ თქვენი გავლენით? – როდესაც ჯანმრთელობის პრობლემის გამო, ძალიან ახლობელ და ძვირფას ადამიანს გადაუდებელი დახმარება დასჭირვებია.

რაზე გწყდებათ გული? - არ ვიცი, ვინ არის ავტორი და ვის ეკუთვნის ეს ფრთიანი ფრაზა, რომელიც ძალიან მიყვარს: გაინტერესებთ, რა აქვთ საერთო ბუზსა და პოლიტიკოსს? - ორივეს გაზეთი „კლავს“. ჰოდა, გული მწყდება, რომ გაზეთს დღეს ეს ძალა აღარ აქვს.

რა სახის ინფორმაციას არ გაავრცელებთ არასოდეს? – პირადი ცხოვრების ამსახველს.

რომელია ქართული მედიისოქროს ხანა“? – „შავ-ბნელი“ 90-იანები და 2000-იანების დასაწყისი. ვცდილობ, შევარდნაძე არ ვახსენო, მაგრამ ფაქტია, მაშინ იყო მედიის „ოქროს ხანა“.

რისი გეშინიათ? – ღმერთის. 

დაინგრათუაშენდა“, რომელს ტრანსლირებთ პირველს? – მე, როგორც ეკონომიკისა და ბიზნესის ჟურნალისტი, უპირველეს ყოვლისა, „აშენდა“-ს ვტრანსლირებ.

რა უფრო მეტია ქართულ მედიაში - ნეგატივი თუ პოზიტივი? – ნეგატივი.

როგორია ქართული მედიის თავისუფლების ხარისხი? - საკმაოდ მაღალი, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად გემოვნებიან და ღირებულ პროდუქტს ვქმნით, გნებავთ, სატელევიზიო, გნებავთ - ბეჭვდურ მედიაში, ან ონლაინ-მედიაში.

ვინ არის კოლეგა, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებთ? - საბედნიეროდ, ასეთები ბევრნი არიან და ვერავის გამოვყოფ, მათ შორის, ჩემზე უფროსებს, ჩემს თანატოლებსა და ჩემზე უმცროსებს შორის.

რა არის ჭარბად ქართულ მედიაში? – ეგრეთ წოდებული „ყვითელი“ ამბები, რაც დიდად არ მომწონს.

რა აკლია ქართულ მედიას? – პროფესიონალიზმი, რომ საზოგადოების დაკვეთასა და საზოგადოებისთვის მართლაც საჭირო, ღირებული ინფორმაციის მიწოდებას შორის, ბალანსი დაიცვას.

რომელ სატელევიზიო არხს უყურებთ? – შეძლებისდაგვარად, ყველას.

რადიო, რომელსაც უსმენთ - ვცდილობ, ყველა რადიოს მოვუსმინო.

გაზეთი, რომელსაც კითხულობთ - მეტ-ნაკლებად, ყველას. ზოგადად, არ მესმის, როდესაც მოქმედი ჟურნალისტი ამბობს, რომ არ უყურებს ტელევიზორს, არ უსმენს რადიოს, არ კითხულობს გაზეთებს, არ ეცნობა სააგენტოების „ნიუსებს“... უკაცრავად, თუ ამ ყველაფერს არ აკეთებთ, რა გინდათ ამ პროფესიაში?!

რჩეული ონლაინ გამოცემა - ვინმეს რომ გული არ დავწყვიტო, მოკლედ და კონკრეტულად გიპასუხებთ - „ვერსია“ და „ჰოთ ნიუსი“.

რატომ გაურბის ქართული ბიზნესი მედიაში ინვესტირებას? - ფიქრობენ, რომ თუ „ტიკ-ტოკ“ ვიდეოს ჩაწერენ, ან Facebook-სა და „ინსტაგრამზე“ „ვიდეო-სთორის“ გადაიღებენ და ამის საშუალება დღეს ყველას აქვს, ვინც შესაბამის აპლიკაციას ჩაწერს საკუთარ მობილურ ტელეფონში, საკმარისია. შესაბამისად, საჭიროდ აღარ თვლიან მედიაში ინვესტირებას, რადგან თავისივე „მედიას“ თვითონვე ქმნიან სოციალური ქსელების საკუთარ გვერდებზე.

რა დოზითაა წარმოდგენილი ქართულ მედიაში პოლიტიკური გავლენა? – საკმაოდ ჭარბი დოზით.

რა აღიზიანებ? - არაპროფესიონალიზმი, ინდიფერენტულობა და ნიჰილიზმი.  

რა გახარებთ? - ყველაფერი კარგი მახარებს, რაც კეთებას, შენებას, შექმნას უკავშირდება.

როგორია კონკურენტებთან დამოკიდებულება? - კოლეგიალური. 

რას არ პატიობთ კოლეგას? – არ არსებობს ისეთი რამ, რისი პატიებაც არ შემიძლია.

კითხვა, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიგიღიათ? - სამწუხაროდ, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები დამიგროვდა...

რას ნანობ? - ბევრ რამეს, თუმცა სინანული ერთგვარი საშუალებაა, გაიაზრო საკუთარი შეცდომა და სამომავლოდ გაითვალისწინო.

რითი ხართ კმაყოფილი? - ვარ იმ პროფესიაში, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი.

რა არის მთავარი - სიმართლე თუ სამართლიანობა? – ორივე მთავარია და მათი „დაშორება“ სწორი არ მგონია. სიმართლე, სამართლიანობის გარეშე და სამართლიანობა - სიმართლის გარეშე, ვერც კი წარმომიდგენია.

იაზრებენ თუ არა მედიაწარმომადგენლები თავის როლს სოციუმში? - დიდი ალბათობით, კი.

რატომ აღარ გვენდობა ხალხი? - არ ვფიქრობ, რომ არ გვენდობა.

არის თუ არა მედია ხალხთან ახლოს? - მედია თავადაა სახალხო და თუ ხალხთან ახლოს არაა, მაშინ გამოდის, რომ მედიაც არ ყოფილა.

მედია - ჟურნალისტიკაა, ბიზნესი თუ სკანდალისტიკა? - ცოტ-ცოტა ყველაფერია.

რა არის მედიასტანდარტი? - თითოეული ჩვენგანის შინაგანი კულტურა, განათლება, ინტელექტი და პროფესიონალიზმი. თუ ეს თვისებები გაქვთ, ჩათვალეთ, რომ მედია სტანდარტს თავად ქმნით, თან ისე, რომ შანსი არაა, ვინმეს უფლებები შელახოთ, შეურაცხყოფა მიაყენოთ, მისი პირადი სივრცე დაარღვიოთ, ან ცილი დასწამოთ, გამორიცხულია!

რატომ დაავიწყდა ქართულ მედიას მედია სტანდარტი? - არ ვფიქრობ, რომ დაავიწყდა.

შეგიძლიათ დასახელება კოლეგის, რომელიც ეთერში არ უნდა იჯდეს? - რასაკვირველია, შემიძლია, მაგრამ კითხვითვე გიპასუხებთ - რომ დავასახელო კიდეც, ამით რა შეიცვლება? შერცხვება და ეთერში აღარ დაჯდება? ამიტომ, რისი შეცვლაც არ შემიძლია და ჩემს ძალებს აღემატება, იმაზე დროს, ენერგიას და ნერვებს აღარ ვხარჯავ.

რატომ გაურბიან მედიის წარმომადგენლები კოლეგებზე კრიტიკულად საუბარს? - კოლეგიალობის გამო. თუმცა, პირადად მე, არ გავურბივარ და ვფიქრობ, საკმაოდ კრიტიკულადაც კი ვისაუბრე კოლეგებზე.

ვინ არის ქართული მედია მეტრი? - მაპატიეთ, მაგრამ ამაზე ცოტა უხეშად გიპასუხებთ, ის, ვინც ვიღაცისთვის მეტრია, შესაძლოა, სხვისთვის სანტიმეტრი, ან დეციმეტრი იყოს. ამიტომ, ყოველგვარი „მეტრების“ წინააღმდეგი ვარ. თუმცა, საბედნიეროდ, ძალიან ბევრი ადამიანია ქართულ მედიაში, რომლებსაც უდიდეს პატივს ვცემ, ვაფასებ და ვამაყობ კიდეც, რომ ვიცნობ.  

რატომ გვყავს მედიადედები და მამები“? - იმიტომ, რომ მედია „შვილობის“ კომპლექსები გვაწუხებს.

რეიტინგი თუ აკადემიური ჟურნალისტიკა? - ორივე და დამიჯერეთ, ერთი მეორეს ხელს სულაც არ უშლის.

რა არ უნდა გააკეთო ექსკლუზივისთვის ჟურნალისტმა? - სხვისი პირადი სივრცე არ უნდა დაარღვიო, თორემ ასე გაწერილი არ არის, რა უნდა გააკეთო და პირიქით - რა არ უნდა გააკეთო. პირველ კურსზე, პირველივე ლექციაზე „გვასწავლეს“, ის პროფესია აირჩიეთ, კარებს რომ დაგიხურავენ, ფანჯრიდან უნდა გადაძვრეთო.

რა კითხვა არ უნდა დასვას ჟურნალისტმა? - ასეთი კითხვა არ არსებობს.

არსებობს თუ არა ჟურნალისტიკაში .. დოგმა? - არა.

რატომ ჰგავს ყველა ქართული ტელევიზიის .. ბადე ერთმანეთს? - იმიტომ, რომ ამის მიუხედავად, რეიტინგი მაინც აქვთ, ესე იგი, ხალხი უყურებს და გამოდის, საზოგადოების დაკვეთაა ასეთი.

რა არის ჟურნალისტიკის მთავარი ფუნქცია - საზოგადოების ინფორმირებულობა თუ პროპაგანდა? - ორივე, ოღონდ აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო, პროპაგანდამ არ უნდა გადააჭარბოს საზოგადოების ინფორმირებულობას.

არსებობს თუ არა ობიექტური ჟურნალისტიკა და თუ არსებობს, რაში გამოიხატება? - საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც სუბიექტურად აღიქმება. ის, რაც ობიექტურია, ან ვფიქრობთ, რომ ობიექტურია, სინამდვილეში, ისიც ჩვენი სუბიექტური აღქმის შედეგია. გააჩნია, ვინ რა დოზითაა ობიექტური, ან სუბიექტური. ამდენად, ბოლომდე ობიექტური ვერასდროს ვერავინ იქნება.

აქვს თუ არა ჟურნალისტს საკუთარი აზრის საჯარო გამოთქმის უფლება მედიასაშუალებით? - ცხადია, აქვს.

უნდა არსებობდეს თუ არა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი? - აუცილებლად უნდა არსებობდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა