ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვიქტორ ორბანს მაქსიმალურად გულწრფელად ვესაუბრე

ნახვები: 601 ვოლოდიმირ ზელენსკი - ვიქტორ ორბანს მაქსიმალურად გულწრფელად ვესაუბრე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მაქსიმალურად გულწრფელად ესაუბრა.

“ინაუგურაციის ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს მაქსიმალურად გულწრფელად ვესაუბრე და ცხადია, ჩვენს ევროპულ საქმეებზე”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან არგენტინაში მცირეხნიანი დიალოგი გუშინ გამართა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვიდეოტრანსლაციის დროს კადრებში ჩანდა, რომ ზელენსკი და ორბანი აქტიურად განიხილავდნენ რაღაცას, მაგრამ მათი საუბრის ხმა არ ისმოდა და შესაბამისად, შინაარსიც უცნობია.

ორი ლიდერის შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არც უნგრულ და არც უკრაინულ მხარეს არ გაუკეთებია. უკრაინული მედია წერს, რომ საუბარი, სავარაუდოდ, წინასწარ არ იყო დაგეგმილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა