SSU exposes FSB agent planning strike on Ukrainian drone repair unit
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 555.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
Trump and Xi discuss Russia’s war against Ukraine
AFU General Staff streamlines procedure for discharge from military service
France on Putin at G20: U.S. to decide who is invited
Trump and Xi hold talks at White House
მაკრონი: ლაიფციგის აეროპორტში მომხდარის მსგავსი თავდასხმა საფრანგეთშიც შეიძლება განხორციელდეს
წლების მანძილზე სახელმწიფო ბრალდებას წარმოვადგენდი, დღეს კი საქმეს დაცვის პოზიციიდან ვუყურებ - ინტერვიუ ადვოკატ თორნიკე ტატუნაშვილთან

ოლაფ შოლცი - უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შევთავაზე, რომ მისი არყოფნის დროს გადაწყვეტილების მიღების საშუალება გვქონოდა, ის ჩაფიქრდა და შემდეგ დათანხმდა შეთავაზებას

ნახვები: 641 ოლაფ შოლცი - უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შევთავაზე, რომ მისი არყოფნის დროს გადაწყვეტილების მიღების საშუალება გვქონოდა, ის ჩაფიქრდა და შემდეგ დათანხმდა შეთავაზებას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შევთავაზე, რომ მისი არყოფნის დროს გადაწყვეტილების მიღების საშუალება გვქონოდა, ის ჩაფიქრდა და შემდეგ დათანხმდა შეთავაზებას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ევროკავშირის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საკავშირო მეგობრული ატმოსფეროს სულისკვეთებით, მე შევთავაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, რომ მისი არყოფნის დროს ამ გადაწყვეტილებას მიღება შეგვძლებოდა. ის დაფიქრდა წინადადებაზე. მე ვთხოვე, ერთი წუთით დაფიქრებულიყო და სპონტანურად არ ემოქმედა, შემდეგ მითხრა, რომ სურდა წინადადების მიღება. შემდეგ კი მივიღეთ გადაწყვეტილება ოთახში მყოფმა 26-მა ქვეყანამ.

ეს ხდება უამრავ დემოკრატიულ პროცესში, როდესაც თქვენ ეხმარებით ერთმანეთს იმის თქმით, რომ „ნამდვილად არ ვეთანხმები, მაგრამ არ მინდა საქმეების შეფერხება“. ეს არის ზუსტად ის, რაც მე ვურჩიე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს და მან ეს მიიღო, როგორც მისთვის შესაძლებლობა. ეს არ არის ის, რაც ყოველ ჯერზე უნდა მოხდეს. ჩვენ აუცილებლად ერთად უნდა გადავწყვიტოთ, როცა ეს შესაძლებელია და ერთად ვიყოთ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა