ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ალან გაგლოევი - ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა

ნახვები: 595 ალან გაგლოევი - ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა

სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, არ არის საჭირო ხალხის მოტყუება, რადგან დღევანდელ ვითარებაში საკითხის გადაწყვეტის გზა არ არსებობს.

„ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ჩვენს რუს კოლეგებთან. საკითხი დღის წესრიგიდან ამოღებული არ არის“, - აღნიშნა გაგლოევმა.

მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთმა მოლაპარაკებები გამართა რუსულ მხარესთან საბაჟო გადასახადების მოხსნის საკითხზე და „საკითხი პოზიტიურად გადაწყდება“.

გარდა ამისა, მისი მტკიცებით, ე.წ. „რესპუბლიკა“ დრონების საკუთარ წარმოებას დაიწყებს.

„დავამყარეთ თანამშრომლობა რუს კოლეგებთან და სპეციალისტების პირველი ჯგუფი გადის კურსებს რუსეთში დრონების მართვისა და აწყობის შესახებ. სამხრეთ ოსეთში ჩამოსვლისთანავე, მათ საშუალება ექნებათ ჩაატარონ სწავლება დრონების მართვასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გაგლოევმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა