ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

შალვა პაპუაშვილი - არაფორმალური მმართველობა თუ იყო, ბიძინა ივანიშვილი პარტიასა და პოლიტიკაში რაღატომ დაბრუნდა?

ნახვები: 601 შალვა პაპუაშვილი - არაფორმალური მმართველობა თუ იყო, ბიძინა ივანიშვილი პარტიასა და პოლიტიკაში რაღატომ დაბრუნდა?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტიაში არანაირი არაფორმალური მმართველობა არ არსებობდა, რასაც ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.

პაპუაშვილის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილმა როცა საჭიროდ ჩათვალა, მმართველობით, პოლიტიკურ ფუნქციაში მიეღო მონაწილეობა, დაბრუნდა კიდეც პოლიტიკაში.

„ბიძინა ივანიშვილმა რაც საჭიროდ ჩათვალა, ის თქვა. მგონი, აქ ჩემი მხრიდან დეტალიზება აღარ არის საჭირო. რაც შეეხება არაფორმალურ მმართველობას – რჩევა, კონსულტაცია და ასეთი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, არ არის არაფორმალური მმართველობა. თუ არაფორმალური მმართველობა იყო, მაშინ პარტიაში და პოლიტიკაში რაღატომ დაბრუნდა? თავად ეს ფაქტი, ეს ნაბიჯი უკვე აჩვენებს, სიცხადე შემოაქვს ამ საკითხში, რომ არანაირი არაფორმალური მმართველობა არ არსებობდა. მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა საჭიროდ, მმართველობით, პოლიტიკურ ფუნქციაში უნდა შესულიყო, ის დაბრუნდა პოლიტიკაში და არის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა