ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

რომან გოცირიძე - ის, რასაც აქამდე ოპოზიციის ერთი ნაწილი ამბობდა, თუ რატომ არ ვარგოდა სამუშაო ჯგუფები, „ქართულმა ოცნებამ“ ახლა აქეთ შემოგვიბრუნა

ნახვები: 618 რომან გოცირიძე - ის, რასაც აქამდე ოპოზიციის ერთი ნაწილი ამბობდა, თუ რატომ არ ვარგოდა სამუშაო ჯგუფები, „ქართულმა ოცნებამ“ ახლა აქეთ შემოგვიბრუნა

ის, რასაც აქამდე ოპოზიციის ერთი ნაწილი სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით ამბობდა, თუ რატომ არ ვარგოდა სამუშაო ჯგუფები, „ქართულმა ოცნებამ“ ახლა აქეთ შემოგვიბრუნა და სიტყვა - სიტყვით იგივეს გვეუბნება, თუ რა საჭიროა სამუშაო ჯგუფები, როცა პარლამენტის კომიტეტები არსებობს, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის აზრით, მმართველ უმრავლესობას ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად ისეთ ფორმატში ყოფნა არ სურს, რაც მათთვის წინასაარჩევნოდ წამგებიანი იქნება.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ოპოზიციის არათანმიმდევრულობის შედეგია.

"სამუშაო ჯგუფები, სადაც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი იქნებოდა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემების და დისკომფორტის შემქმნელი შეიძლება გამხდარიყო.

დისკომფორტის გარდა, სამუშაო ჯგუფები იმის ჩვენების შესაძლებლობას იძლევა, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს და ევროკავშირის რეკომენდაციებს არ ასრულებს იმ ნაწილში, რაც მათ ძალაუფლებას ეხება და ბერკეტებს ხელიდან აცლის.

ბუნებრივია, ამ პროცესში, თან არჩევნების წინ, "ქართულ ოცნებას" მამხილებელი სამუშაო ჯგუფების შექმნა არ აწყობს. ახლა ასეთი ვითარება მივიღეთ - აქამდე ოპოზიცია გაიძახოდა: - რად გვინდა სამუშაო ჯგუფები, აგერ არის პარლამენტის კომიტეტები. ზუსტად, სიტყვა-სიტყვით იგივე გაიმეორა ხელისუფლებამ, რაც ცინიკურია.

ეს ყველაფერი ოპოზიციის არათანმიმდევრულობას და მის შეცდომებზე მიუთითებს. თუ ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციებს არ შესრულებს, ძვირი პოლიტიკური ფასი უნდა დაუსვა - ამისთვის კი საჭიროა ყველგან ყოფნა: - სამუშაო ჯგუფებში, კომიტეტებში, სხდომათა დარბაზში და ქუჩაშიც. თუ რაიმე ბერკეტი გაგაჩნია ბოლომდე უნდა ამოწურო და შესაძლებლობები გამოიყენო. ახლა კი დაგვცინიან", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა