ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პეტრე ცისკარიშვილმა, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ირპენიდან ჩამოყვანილ უკრაინელ ბავშვებს ყვარელში, სააკაშვილის საკარმიდამოში უმასპინძლა

ნახვები: 627 პეტრე ცისკარიშვილმა, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ირპენიდან ჩამოყვანილ უკრაინელ ბავშვებს ყვარელში, სააკაშვილის საკარმიდამოში უმასპინძლა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ირპენიდან ჩამოყვანილ უკრაინელ ბავშვებს ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა ძალიან კარგი და დროულია ომში დაზარალებული ბავშებისთვის.

„ძალიან კარგი და დროული აქციაა მიშა სააკაშვილის ინიციატივით, რომ კონკრეტულად ირპენიდან, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქალაქიდან ჩამოვიდნენ ბავშვები, რომლებიც დაისვენებენ, გაეცნობიან საქართველოს და ასევე მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია ნახონ ღირებულებითი სხვაობა როგორი საკარმიდამო სახლი, ვენახი და მამული აქვს საქართველოს მესამე პრეზიდენტს და როგორი ჰქონდა მათ შორის იანუკოვიჩს, რომელიც მუზეუმად არის ქცეული - უზარმაზარი სასახლეები და რამდენიმე ათეული დახარჯული მილიონი, რადგან ასეთი ღირებულებითი სისტემა ჰქონდა იანუკოვიჩის რეჟიმს. ასევე, ჩვენთვისაც, ქართველებისთვის კიდევ უფრო საინტერესო შეიძლება იყოს, რომ აქ არის მიშა სააკაშვილის მამული და აქედან სულ რამდენიმე კილომეტრში ივანიშვილის რეჟიმის, მარიონეტის მიერ გადაჭრილი კუდიგორა, სადაც შემოდგეს სახლი, რადგან კარგი ხედები ჰქონდეთ და ალაზნის ველს ზემოდან დაჰყურებდნენ ამ რეჟიმის წარმომადგენლები“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ჩალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რათა დაეხმაროს მის მეორე სამშობლოს.

„ეს ბავშვები პრეზიდენტის ინიციატივით ჩამოვიდნენ საქართველოში. რუსეთის პატიმრობიდან რაც შეუძლია პრეზიდენტ სააკაშვილს აკეთებს ყველაფერს - საერთაშორისო პრესასთან ურთიერთობით, საერთაშორისო ლიდერებთან ურთიერთობით, ეხმარება როგორც შეუძლია მის მეორე სამშობლოს უკრაინას და სიმბოლური აქტი არის, რომ ირპენიდან ჩამოსული ბავშვები დღეს მოვიყვანეთ მის მამულში. მე იმედი მაქვს, რომ მალე დამთავრდება ომი, რა თქმა უნდა, უკრაინის გამარჯვებით და პრეზიდენტ სააკაშვილს დაუბრუნდება თავის ისტორიულ და მეორე სამშობლოს საქართველოს და უკრაინას აქტიური პოლიტიკით“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა