ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ტედროს ადანომ გებრეისუსი - „კოვიდ-19“, გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები მატულობს, გააგრძელეთ ნიღბების გამოყენება

ნახვები: 599 ტედროს ადანომ გებრეისუსი - „კოვიდ-19“, გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები მატულობს, გააგრძელეთ ნიღბების გამოყენება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა მოუწოდა ყველას, ატარონ ნიღბები და ჩაატარონ აცრა „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ, რადგან შემთხვევები ბოლო კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში გაიზარდა.

გაერო-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოქალაქეებმა გაიკეთონ შემოწმება „კოვიდ-19“-ზე და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ სამედიცინო დახმარებას.

ტედროს ადანომ გებრეისუსმა ასევე მოუწოდა სახელმწიფოებს, უზრუნველყონ ტესტებსა და ვაქცინებზე წვდომა.

„კოვიდ-19“-ი, გრიპი და სხვა პათოგენების რესპირატორული დაავადებები ბოლო კვირების განმავლობაში მატულობს ბევრ ქვეყანაში, სავარაუდოდ, ეს გაგრძელდება ბოლო არდადეგების შემდეგ. დარწმუნდით, რომ გაიარეთ ტესტირება და მოიძიეთ დახმარება, როცა საჭიროა. კოვიდ-19-ის მკურნალობამ შეიძლება, თავიდან აიცილოს მძიმე დაავადება და სიკვდილი. გააგრძელეთ ნიღბების, ვენტილაციისა და დისტანცირების გამოყენება გამოვლენის შესამცირებლად და დარწმუნდით, რომ თქვენ და თქვენ საყვარელ ადამიანებს კოვიდ-19-ისა და გრიპის საწინააღმდეგო აცრები ჩატარებული გაქვთ“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

გასული თვის ბოლოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 28 დღეში წინა 28 დღესთან შედარებით 52 პროცენტით გაიზარდა. გაერო-ს ორგანიზაციამ 850 ათასი შემთხვევის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა