ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირს საკმარისი დრო და ვარიანტები აქვს მისი შემცვლელის ასარჩევად და ვიქტორ ორბანის თავიდან ასარიდებლად

ნახვები: 599 შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირს საკმარისი დრო და ვარიანტები აქვს მისი შემცვლელის ასარჩევად და ვიქტორ ორბანის თავიდან ასარიდებლად

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირს საკმარისი დრო და ვარიანტები აქვს მისი შემცვლელის ასარჩევად და „ვიქტორ ორბანის თავიდან ასარიდებლად“.

„პოლიტიკური ნება თუ არსებობს, მრავალი ინსტრუმენტია ვიქტორ ორბანის თავიდან ასარიდებლად. მინდა, მკაფიო იყოს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი შემცვლელის შესახებ გადაწყვეტილება ივნისში უნდა მიღებულიყო, პარლამენტის გადაწყვეტილება კი ივლისში იქნება. ამიტომ საბჭოსთვის მარტივია გადაწყვეტილების მიღება, პროგნოზირება, რომ ჩემი შემცვლელი დაიკავებს თანამდებობას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელმა ივნისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი შაბათს გამოთქვა, რის გამოც მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტის დატოვება, ნოემბრის ნაცვლად, ნაადრევად მოუწევს. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა კი, მიმდინარე წლის ივლისიდან დეკემბრამდე პერიოდში, როტაციული სისტემის გამო, უნგრეთზე გადადის. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო შარლ მიშელის შემცვლელს ვერ აირჩევს, სხდომებს უხელმძღვანელებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც მკაცრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინიციატივებს უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა