ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ამინდი - მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, მთაში თოვლი

ნახვები: 590 ამინდი - მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, მთაში თოვლი

საქართველოში 11 იანვარს ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, მთაში თოვლი. საქართველოში ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში წვიმა, მთაში თოვლი, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით 0, +5°; მაღალ მთაში ღამით -9, -4°, დღისით -5, 0°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მაღალ მთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -2, +3°, დღისით +2, +7°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით -1, +4°; მაღალ მთაში ღამით -8, -3°, ზოგან -12°-მდე, დღისით -5, 0°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. ჩრდილო/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით +2°.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა