ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ვოლოდიმირ ზელენსკი - ბრძოლის ველზე პაუზები არ იქნება, რადგან ეს რუსეთს სარგებელს მოუტანს

ნახვები: 596 ვოლოდიმირ ზელენსკი - ბრძოლის ველზე პაუზები არ იქნება, რადგან ეს რუსეთს სარგებელს მოუტანს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბრძოლის ველზე პაუზების დაშვება არ შეიძლება, რადგან ეს სარგებელს მოუტანს რუსეთის ფედერაციას უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებაში.

„უკრაინის ტერიტორიაზე ბრძოლის ველზე პაუზა არ არის პაუზა ომში, ეს არ გამოიწვევს პოლიტიკურ დიალოგს რუსეთის ფედერაციასთან ან სხვა ვინმესთან. პაუზა მხოლოდ დაეხმარება რუსეთის ფედერაციას. ჩვენ გვესმის მოცულობები - რამდენს აწარმოებენ ისინი დღეს. ჩვენ ვიცით, რამდენ დრონს და არტილერიას აწარმოებენ ისინი დღეში. ჩვენ ვხედავთ, რა აკლიათ მათ და რომ აქვთ დიდი დეფიციტი დრონებთან და არტილერიასთან დაკავშირებით. დიდი დეფიციტი", - აღნიშნა ზელენსკიმ ტალინში, ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, რუსეთი ირანიდან Shahed-ის ტიპის დრონების დიდ შესყიდვებს ახორციელებს.

"ისინი ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებენ რაკეტებზე, მაგრამ ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, მისი თქმით, რუსებმა უკვე მიიღეს მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი ჩრდილოეთ კორეიდან. „ჩვენ ასევე ვნახეთ ზოგიერთი რაკეტის მაგალითიც“, - დასძინა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსები ვერ ასწრებენ საკუთარი იარაღის წარმოებას.

"ახლა ეს პაუზა არ არის უბრალოდ გაყინული კონფლიქტი. ეს არის პაუზა, რომელიც მათ დაეხმარებათ. ისინი ვერ ასწრებენ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის ასევე დაუსვეს შეკითხვა, თუ რა ზეწოლას განიცდის უკრაინა მისი მოკავშირეების მხრიდან, რომ რაღაც შეცვალოს ომის წარმართვაში და კერძოდ, შეერთებული შტატებისგან ომის გეგმის დაზუსტებასთან დაკავშირებით.

„ამა თუ იმ საბრძოლო გეგმებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ: სანამ ყველაფერი უკრაინის კაბინეტებში წყდება, ჩვენი ბრძოლა უკრაინის სასარგებლოდ იქნება და ჯერჯერობით სწორედ ასე ხდება”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა