ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

დონალდ ტუსკი - ანტიუკრაინულ გრძნობებზე პოზიციის ჩამოყალიბების უფლებას მთავრობაში არავის არ მივცემ!

ნახვები: 595 დონალდ ტუსკი - ანტიუკრაინულ გრძნობებზე პოზიციის ჩამოყალიბების უფლებას მთავრობაში არავის არ მივცემ!

ანტიუკრაინულ გრძნობებზე პოზიციის ჩამოყალიბების უფლებას მთავრობაში არავის არ მივცემ! - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ტელეარხ TVN24-თან ინტერვიუში განაცხადა.

„არასდროს დავუშვებ, რომ ჩემს მთავრობაში ვინმეს რაღაც ანტიუკრაინულ პოზიციებზე სურდეს თავისი პოზიციის ჩამოყალიბება. ვინაიდან, როდესაც საუბარია ომსა და ჩვენს, ისევე როგორც მთელი დასავლური სამყაროს, ერთგულებაზე უკრაინისადმი რუსეთის ფედერაციასთან მის წინააღმდეგობაში, აქ არანაირი ეჭვები არ შეიძლება არსებობდეს,” - განაცხადა ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ყოველ პოლონელ პატრიოტს სრულიად უნდა ესმოდეს ეს არგუმენტები, ხოლო რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა საჭიროებს როგორც ვარშავის, ასევე მთელი თავისუფალი სამყაროს დახმარებას.

„და ეს ლოზუნგი არაა. ვინაიდან რეალურად, სანამ უკრაინა რუსეთთან ომობს, ჩვენ შედარებით უსაფრთხოებაში ვართ”, - აღნიშნა ტუსკმა.

მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში პოლონეთის ამოცანა სასოწარკვეთილებასთან ბრძოლა იქნება, როდესაც საუბარი უკრაინის დახმარებას შეეხება.

ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ ის ინტენსიურად მუშაობს ევროპელ კოლეგებთან, რომლებსაც ეს კარგად ესმით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა