ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ლევან ბეჟაშვილი - გვინდა ვიცოდეთ, დეოლიგარქიზაციის გეგმაზე, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიმუშავა, რას ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები

ნახვები: 596 ლევან ბეჟაშვილი - გვინდა ვიცოდეთ, დეოლიგარქიზაციის გეგმაზე, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიმუშავა, რას ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები

დღევანდელი შეხვედრა ეთმობა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ჩვენი გეგმის გაცნობას, რათა საბოლოო გეგმის ჩამოყალიბებამდე ვიცოდეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის დოკუმენტის შემუშავების დროს, ოპოზიციის მთავარი ამოცანაა კონკრეტული გეგმა და კონკრეტული საკითხები.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციამ შეიმუშავა დეოლიგარქიზაციის გეგმა თუ როგორ უყურებს ოპოზიცია ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობის პრობლემებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის კუთხით, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საკანონმდებლო რეგულირების კუთხით და მოწესრიგდეს ელიტური კორუფციის არსებული პრობლემა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, ერთი სიტყვით, დღევანდელი შეხვედრა ეთმობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენი გეგმის გაცნობას, რათა საბოლოო გეგმის ჩამოყალიბებამდე ჩვენ ვიცოდეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვები ამ საკითხთან დაკავშირებით. იმავდროულად, სამთავრობო პროგრამა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით არის ძალიან ბუნდოვანი, ძალიან ზოგადი დებულებებით განმარტებული და შესაბამისად, ძნელია კონკრეტიკა დაინახო ამ დოკუმენტში. ჩვენი, ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, რომ დეოლიგარქიზაციის დოკუმენტის შემუშავების დროს კონკრეტული გეგმა, კონკრეტული საკითხებით იყოს განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტი,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა