თინა ბოკუჩავა - რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დაიწვება, მაშინ თქვენი მოსკოვიც დაიწვება
ელენე ხოშტარია - გუშინ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან - ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
დონალდ ტუსკი - რუსი სატირიკოსი მხატვრის, ფსევდონიმით ცნობილ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს
Russian forces lose another 1,370 troops and four air defense systems in war against Ukraine
Zelensky holds trilateral talks with Trump and Macron
U.S. releases text of official agreement with Iran
დრონებით თავდასხმის გამო მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

გერმანია ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული შეტევისთვის ემზადება

15.01.2024 ნახვები: 591

ბუნდესვერი (გერმანიის შეიარაღებული ძალები) ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული შეტევისთვის ემზადება, - ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ბუნდესვერის საიდუმლო დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, თავდასხმა, შესაძლოა, 2024 წლის თებერვალში განხორციელდეს.

საიდუმლო დოკუმენტში გერმანიის ფედერალური თავდაცვის სამინისტრო დეტალურად აღწერს რუსეთსა და ნატო-ს შორის პოტენციურ "კონფლიქტის გზას". რუსეთისა და დასავლეთის ქმედებები აღწერილია თვიდან თვემდე, რომლის კულმინაციასაც წარმოადგენს ნატო-ს ასობით ათასი ჯარისკაცის განლაგება და ომის გარდაუვალი დაწყება 2025 წლის ზაფხულში.

Bild-ი თავს იკავებს ყველა ინფორმაციის გამჟღავნებისაგან ნატო-ს ძალების ზომასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე.

ბუნდესვერის სცენარით, „ალიანსის დაცვა 2025“, იწყება 2024 წლის თებერვალში. რუსეთი იწყებს მობილიზაციის მორიგ ტალღას და დამატებით 200 000 ადამიანს იწვევს ჯარში. ამის შემდეგ კრემლი იწყებს საგაზაფხულო შეტევას უკრაინაში და ივნისისთვის უკრაინის არმიას უკან ახევინებს.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ჯერ ფარული, შემდეგ კი სულ უფრო აშკარა შეტევა დასავლეთზე ივლისში იწყება. კიბერშეტევები და ჰიბრიდული ომის სხვა ფორმები მოსალოდნელია, პირველ რიგში, ბალტიის ქვეყნებში. ხდება შეტაკებები, რასაც რუსეთი საბაბად იყენებს მის ტერიტორიაზე და ბელარუსში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დასაწყებად.

სცენარის მიხედვით, ეს ვითარება შესაძლოა ოქტომბერში გამწვავდეს, თუ რუსეთი კალინინგრადში ჯარებსა და საშუალო რადიუსის რაკეტებს განათავსებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ იმ მომენტში, როდესაც შეერთებული შტატები შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს არჩევნების შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსეთი ბელარუსის მხარდაჭერით იმეორებს 2014 წლის შეჭრას უკრაინაში, მაგრამ ნატო-ს ტერიტორიაზე. 2025 წლის მაისში ნატო იღებს გადაწყვეტილებას შეკავების ზომებზე და განათავსებს 300 000 სამხედრო პერსონალს აღმოსავლეთ ფლანგზე, მათ შორის 30 000 ჯარისკაცს ბუნდესვერიდან.

სცენარი სრულდება 30 დღის შემდეგ. შეაკავებს თუ არა ნატო რუსეთს - ეს საკითხი ღია კითხვად რჩება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა