SSU exposes FSB agent planning strike on Ukrainian drone repair unit
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 555.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
Trump and Xi discuss Russia’s war against Ukraine
AFU General Staff streamlines procedure for discharge from military service
France on Putin at G20: U.S. to decide who is invited
Trump and Xi hold talks at White House
მაკრონი: ლაიფციგის აეროპორტში მომხდარის მსგავსი თავდასხმა საფრანგეთშიც შეიძლება განხორციელდეს
წლების მანძილზე სახელმწიფო ბრალდებას წარმოვადგენდი, დღეს კი საქმეს დაცვის პოზიციიდან ვუყურებ - ინტერვიუ ადვოკატ თორნიკე ტატუნაშვილთან

პირები, ვინც სააკაშვილის საქმეში ირიბად ან პირდაპირ მონაწილეობდნენ, შეიძლება ევროკავშირმა დაასანქციროს - მინდიაშვილი

ნახვები: 641 პირები, ვინც სააკაშვილის საქმეში ირიბად ან პირდაპირ მონაწილეობდნენ, შეიძლება ევროკავშირმა დაასანქციროს - მინდიაშვილი

„შედეგი შეიძლება მოჰყვეს ის, რომ პირები, ვინც ირიბად ან პირდაპირ იყვნენ ამ საქმეში, ევროკავშირმა დაასანქცირონ,“ - ამ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხის ხმას“ წარმომადგენელი მაკა მინდიაშვილი „რეაქციაში“ აკეთებს. მინდიაშვილის თქმით, მიმართვა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტს, რადას და ომბუდსმენს გადაუგზავნიან, შედეგს აუცილებლად მოიტანს სააკაშვილის საქმეში.

მაკა მინდიაშვილი ივანიშვილს მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ურჩევს. 

"იმედი გვაქვს, რომ უკრაინა დაიწყებს გამოძიებას თავისი მოქალაქის საქმეზე და ამ საქმეში ჩართული იქნება მარტო უკრაინა კი არა, არამედ ევროკავშირი და მთელი საერთაშორისო სისტემა, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო პოლიტიკური ფიგურაა. ზელენსკიმ უნდა მიმართოს აუცილებლად საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ჩაერთვნენ გამოძიებაში აქტიურად, მისი წამების და არაადამიანურად მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით და უნდა გამოავლინონ ის ადამიანები, ვინც ირიბად თუ პირდაპირ იყო ჩართული მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადოდ მოპყრობის საქმეში. შედეგი შეიძლება მოჰყვეს ის, რომ პირები, ვინც ირიბად ან პირდაპირ იყვნენ ამ საქმეში, ევროკავშირმა დაასანქცირონ.

მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს, რომ თუ ღირსეული ბრძოლა გინდათ, უნდა ებრძოლოთ ღირსეულ მოწინააღმდეგეს და თქვენი ღირსეული მოწინააღმდეგე არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ციხეში ამყოფებთ, გამოუშვით და იბრძოლეთ ღირსეულად,“ - ამბობს მაკა მინდიაშვილი.

 

 
 
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა