მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ნახვები: 603 ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს მემარჯვენე-ცენტრისტული „ფინეთის ეროვნული კოალიციური პარტიის“ კანდიდატი, ალექსანდრე სტუბი და ლიბერალური „მწვანეთა პარტიის“ წევრი, პეკა ჰაავისტო დაუპირისპირდებიან.

პირველი ტურის შედეგების თანახმად, ფინეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე სტუბმა ამომრჩევლების ხმების 27.2% მიიღო, მისმა მთავარმა მეტოქემ, ფინეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, უფლებადამცველმა პეკა ჰაავისტომ კი - 25.8%.

შეგახსენებთ, ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გუშინ გაიმართა, რომელშიც პრეზიდენტობის 9 კანდიდატი მონაწილეობდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 74.9% შეადგინა. არჩევნების მეორე ტური 11 თებერვალს ჩატარდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა