ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ევროკავშირი მზად არის დარტყმა მიაყენოს უნგრეთის ეკონომიკას

ნახვები: 593 ევროკავშირი მზად არის დარტყმა მიაყენოს უნგრეთის ეკონომიკას

1-ელ თებერვალს დაგეგმილ სამიტზე, ევროკავშირი მზად არის დარტყმა მიაყენოს უნგრეთის ეკონომიკას, თუ ბუდაპეშტი,  ვეტოს დაადებს უკრაინის შემდგომ დაფინანსებას, - ამის შესახებ გამოცემა The Financial Times-ი წერს.

„ბრიუსელმა შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს უნგრეთის ეკონომიკის სისუსტეებისთვის მიზანმიმართული დარტყმის მიყენებას, ეკონომიკური ზრდის შემცირების მიზნით, თუ ბუდაპეშტი უარს კიევის დახმარებაზე ვეტო-ს მოხსნაზე“, - წერს გამოცემა ევროკავშირში შემუშავებულ დოკუმენტზე დაყრდნობით.

სტატიაში აღნიშნულია, რომ თუ ბუდაპეშტი უკან არ დაიხევს, ევროკავშირის სხვა ლიდერებს მოუწევთ საჯაროდ განაცხადონ, რომ მას ევროკავშირის დაფინანსებას შეუწყვეტენ.

2023 წლის 14-15 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის 2024-2027 წლების ბიუჯეტშi ცვლილებები დაბლოკა, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა