მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

იაგო ხვიჩია - იმედგაცრუებული ვარ, არ ვიცი, ღირდა თუ არა 07:00 საათზე ადგომა

ნახვები: 605 იაგო ხვიჩია - იმედგაცრუებული ვარ, არ ვიცი, ღირდა თუ არა 07:00 საათზე ადგომა

„გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, მმართველი გუნდი ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულებასაც იგივე სტილით აპირებს, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ეს პროცესი არაფრით იქნება განსხვავებული 12 პუნქტის შესრულებისგან.

ხვიჩიას შეფასებით, ცხრა რეკომენდაციის შესრულების პროცესიც ფორმალიზებულია.

„სიმართლე გითხრათ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, არ ვიცი, დილის 07:00 საათზე ღირდა თუ არა ამ საქმეზე ადგომა და მოსვლა, იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, ეს პროცესი არაფრით იქნება განსხვავებული 12 პუნქტის შესრულებისგან, რადგან მმართველი გუნდის აზრით, 12 პუნქტი ბრწყინვალედ შევასრულეთ და სტატუსი მივიღეთ. ცხრა რეკომენდაციის შესრულებასაც იგივე სტილით აპირებენ, როგორც 12 პუნქტი შესრულდა. მქონდა კითხვა, როგორ ვაგვარებთ დეპოლარიზაციას, პასუხი იყო, ხომ გვესმის, პოლარიზაცია დემოკრატიის ნაწილია, ჩვენი ამოცანა, დეპოლარიზაცია არ არისო. მგონი, არაფერი ისე არ იცვლება, რომ ქართველმა ხალხმა განსხვავება იგრძნოს. შინაარსით ისეთივე ფორმალიზებული პროცესია, როგორც 12 პუნქტზე იყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტში ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა დილიდან მიმდინარეობს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა