ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

დავით კირკიტაძე - კობახიძე რამის გამკეთებელი არაა და ბევრი რამის გამფუჭებელია

ნახვები: 599 დავით კირკიტაძე - კობახიძე რამის გამკეთებელი არაა და ბევრი რამის გამფუჭებელია

რომ შეგერჩია ადამიანი, რომელიც რამის გამკეთებელი არაა და ბევრი რამის გამფუჭებელია ეკონომიკის მიმართულებით, კობახიძე საუკეთესო იქნებოდა - მისი პოზიციაა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, ეს დამღუპველია, რადგან ყველაფერი პირიქითა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, რომ პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.

მისი თქმით, არათუ ეკონომიკაზე, არამედ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ირაკლი კობახიძეს სიტყვაც კი არ დასცდენია.

„ახლა თუ ვინმე უნდა იყოს საქართველოს პრემიერი-მინისტრი და ახლა თუ რამეს უნდა აკეთებდეს საქართველოს ხელისუფლება, ერთადერთი რამით უნდა იყოს დაკავებული - ქმნიდეს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. ახლა მოქალაქეებს ვეკითხები - კობახიძე არის ამის გამკეთებელი? რომ შეგერჩია ადამიანი, რომელიც რაიმეს გამკეთებელი არაა და ბევრი რამის გამფუჭებელია ეკონომიკის მიმართულებით, კობახიძე საუკეთესო იქნებოდა. მისი განვლილი ცხოვრება ადასტურებს იმას, რომ არათუ ეკონომიკის მიმართულებით, არამედ ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია პრობლემებზე, რაზეც ვსაუბრობთ. კობახიძის პოზიციაა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, შექმნილია უამრავი სამუშაო ადგილი - ეს დამღუპველია, რადგან ყველაფერი პირიქითაა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა