ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ანა ნაცვლიშვილი - ორი-სამი დეპუტატითაც კი, „ლელო“ ახერხებს საპარლამენტო დღის წესრიგის შექმნას

ნახვები: 597 ანა ნაცვლიშვილი - ორი-სამი დეპუტატითაც კი, „ლელო“ ახერხებს საპარლამენტო დღის წესრიგის შექმნას

ძალიან მახარებს, ეს არის ძალიან დიდი კომპლიმენტი და იმის ნიშანი, რომ, დიახ, 2-კაციანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, „ლელომ“ გაცილებით მეტი გააკეთა, შეძლო პარლამენტში დღის წესრიგის შექმნა, რაც ვერ შეძლო უმრავლესობით წამროდგენილმა „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებაზე, სადაც პაპუაშვილი ამბობს: „არსებობს „ჩიხუახუას სინდრომი“, ჩიხუახუა ზომით პატარა ძაღლია, მაგრამ დიდი გული აქვს, ვფიქრობ, ამ სინდრომით არის დღეს „ლელო“ წარმოდგენილი“.

ნაცვლიშვილის განმარტებით, ორი-სამი დეპუტატითაც კი, „ლელო“ ახერხებს საპარლამენტო დღის წესრიგის შექმნას.

„ეს ძალიან აშფოთებს პარლამენტის თავმჯდომარეს და აღიზიანებს, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, პარლამენტი ემსახურებოდეს საქართველოს მოქალაქეებს. რაკი „ოცნება“ არ აკეთებს, ჩვენ გავაკეთებთ ამას ყოველდღიურად“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა