ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

"თიბისის" მხარდაჭერით, ძველ თბილისში „ალფა ფროფერთის“ პროექტი - Garden Hills შენდება

ნახვები: 615 "თიბისის" მხარდაჭერით, ძველ თბილისში „ალფა ფროფერთის“ პროექტი - Garden Hills შენდება

თიბისის მხარდაჭერით, ჩუღურეთის რაიონში, ოთარ კაპანაძის ქუჩაზე, კომპანია “ალფა ფროფერთის” მსხვილი პროექტი - Garden Hills შენდება.

ახალი უბანი ძველ, ისტორიულ თბილისში, 30 000 კვ.მ ფართობ ტერიტორიას მოიცავს.

კომპანია “ალფა ფროფერთი” მცხოვრებლებს თანამედროვე უბანს სთავაზობს, სადაც ყველა ის სივრცეა თავმოყრილი, რაც დღეს მობინადრეს სრული კომფორტისთვის სჭირდება.

დაბალი განაშენიანების პროექტი 5 სართულიანი 8 საცხოვრებელი სახლისგან შედგება, რომელიც 300 ბინას და კომერციულ ფართებს აერთიანებს.

კომპლექსის უმნიშვნელოვანესი ელემენტი რეკრეაციული და მწვანე სივრცეებია, 4 სეზონზე გათვლილი მარადმწვანე ეზოთი.

პროექტის ინფრასტრუქტურა 2 სპორტულ და 1 საბავშვო მოედანს, მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგის სივრცეებს აერთიანებს. ტერიტორიაზე მოეწყობა საბავშვო ბაღი, სუპერმარკეტი და აფთიაქი.

კომპლექსის ტერიტორიაზე, მცხოვრებლების უსაფრთხოებას დაცვის თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფენ.

საცხოვრებელი ბლოკები 8-ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი და ენერგოეფექტური მასალებისგან შენდება, რაც მცხოვრებლებს კომუნალური ხარჯების დაზოგვის საშუალებას მისცემს.

პროექტი გათვლილია როგორც ოჯახებსა და წყვილებზე, ასევე, ქალაქის მთავარ ტურისტულ ლოკაციებთან სიახლოვის გათვალისწინებით - საინვესტიციო მიზნებზეც.

Garden Hills, თიბისისთან პარტნიორობის ფარგლებში, მსურველებს გადახდის მოქნილ პირობებს სთავაზობს.

პროექტის დასრულება 2025 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

პროექტის შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულებზე:

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა