ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

თეთრი სახლი - რესპუბლიკელები ცინიკურ პოლიტიკურ მანევრირებას მიმართავენ

ნახვები: 599 თეთრი სახლი - რესპუბლიკელები ცინიკურ პოლიტიკურ მანევრირებას მიმართავენ

თეთრი სახლის ადმინისტრაცია თვეების განმავლობაში მუშაობდა სენატორების ორპარტიულ ჯგუფთან ეროვნული უსაფრთხოების შეთანხმებაზე, რომელიც აშშ-ის საზღვრის დაცვას და უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერას ითვალისწინებს, განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა.  

„სწორედ მაშინ, როცა კანონმდებლობა თითქმის მზად არის, პალატის რესპუბლიკელები ცინიკურ პოლიტიკურ მანევრირებას მიმართავენ. ისრაელის უსაფრთხოება პოლიტიკური თამაში არ უნდა იყოს. კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ამ ხრიკს, რომელიც არაფერს აკეთებს საზღვრის დასაცავად, არაფრით უზრუნველყოფს პუტინის აგრესიისგან უკრაინელი ხალხის დაცვას და უარყოფს ჰუმანიტარულ დახმარებას პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კარინე ჟან-პიერი აცხადებს, რომ წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელებმა“ ეროვნული უსაფრთხოების ამ აქტუალურ საკითხებზე ორპარტიული წესით უნდა იმუშაონ, როგორც ამას ადმინისტრაცია და სენატი აკეთებენ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა გუშინ განაცხადა, რომ მომავალ კვირას კენჭს უყრიან კანონპროექტს, რომელიც დააჩქარებს 17.6 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარებას ისრაელისთვის უსაფრთხოებისთვის, სხვა პირობების გარეშე, მათ შორის უკრაინის დახმარების გარეშე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა