ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

17 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა ბრალდებას არ აღიარებს

ნახვები: 600 17 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა ბრალდებას არ აღიარებს

17 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა ბრალდებას არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა.

ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს, მათ შორის, არ აკონკრეტებს, თუ რის საფუძველზე მოხდა მამაკაცის მძიმე ბრალდებით დაკავება.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ აღიარებს, სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაპატიეთ. სასამართლო პროცესი გუშინ ჩატარდა“, - აცხადებს ადვოკატი.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მოზარდს ოჯახში პრობლემები, უფლებადამცველი პასუხობს, რომ ეს „ამ ეტაპზე, მისთვის ცნობილი არ არის“.

რაც შეეხება ექსპერტიზას, მოითხოვს თუ არა მის ჩატარებას უფლებადამცველი ბრალდებული მამისთვის, ადვოკატს ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ აქვს.

„არაფრის განსაზღვრა არ ხდება ერთ და ორ საათში, მტკიცებულებებს შევაჯამებთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა მოვითხოვოთ. ჯერ არ მომითხოვია“, - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, შემთხვევა დასავლეთ საქართველოში მოხდა. 17 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. არასრულწლოვანმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა. არაოფიციალური ინფორმაციით, ახალ დაბადებული ბავშვი დაიღუპა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა 4 თებერვალს შეეფარდა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა