ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

სტამბოლში, სასამართლოს შენობასთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 34 ადამიანი დააკავეს

ნახვები: 599 სტამბოლში, სასამართლოს შენობასთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 34 ადამიანი დააკავეს

სტამბოლში, სასამართლოს შენობასთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 34 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ „როიტერი“ თურქეთის იუსტიციის მინისტრ ილმაზ თუნჩზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც მედია წერს, თურქეთის იუსტიციის მინისტრს დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.

სტამბოლში ცეცხლი ორმა შეიარაღებულმა პირმა გახსნა. ისინი სამართალდამცველებმა ადგილზე მოკლეს. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი, ხოლო დაშავებულია ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი პოლიციელი.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაია აცხადებს, რომ თავდამსხმელები მარქსისტული დაჯგუფების „რევოლუციური სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის“ წევრები არიან, რომელიც თურქეთის, ასევე აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.

მინისტრმა მომხდარი ტერორისტული თავდასხმის მცდელობად შეაფასა. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა