ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პირველი, რა თქმა უნდა, არის ოცნება და მეორე - ეს არის ამოცანა!

ნახვები: 619 ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პირველი, რა თქმა უნდა, არის ოცნება და მეორე - ეს არის ამოცანა!

ჩვენთვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პირველი, რა თქმა უნდა, არის ოცნება და მეორე - ეს არის ამოცანა! - ასე უპასუხა დეპუტატ თეონა აქუბარდიას კითხვას პრემიერ მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმითვე, მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვინც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა. როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ეს მარტივი არ არის, მაგრამ “ხელისუფლება ყველა ზომას მიიღებს, რომ დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს“.

კობახიძემ აქუბარდიას პასუხად ისიც განაცხადა, რომ გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანებისთვის კონკრეტული ინიციატივები ხორციელდება.

“ჩვენ აბსტრაქტულ ოცნებაზე არ ვსაუბრობთ. ეს (ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა) არის ამოცანა, რომელიც ჩვენ პოლიტიკურ გუნდს აქვს დასახული და ამისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება.

რაც შეეხება საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობაზე ზრუნვას, მონაცემები ადასტურებს რამდენად დიდ ყურადღებას უთმობს ჩვენი ხელისუფლება აღნიშნულ საკითხს. პირველად, საგანგებო კომისია სწორედ 2013 წელს შეიქმნა. იმის მიუხედავად, რომ ოკუპაცია 2008 წელს განხორციელდა, წლების განმავლობაში საკითხს არავითარი ყურადღება არ ეთმობოდა. შეიქმნა არამხოლოდ კომისია, არამედ უამრავი პროექტი განხორციელდა - პირველ რიგში, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა ჯამური ღირებულება 300 მილიონ ლარს შეადგენს. მარტო შარშან ამ პროექტების ღირებულებამ 60 მილიონი ლარი შეადგინა“, - განაცხადა კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა