ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

სალომე სამადაშვილი ირაკლი კობახიძეს - ივანიშვილმა მინისტრთა კაბინეტშიც კი არავის დანიშვნის უფლება არ მოგცათ

ნახვები: 599 სალომე სამადაშვილი ირაკლი კობახიძეს - ივანიშვილმა მინისტრთა კაბინეტშიც კი არავის დანიშვნის უფლება არ მოგცათ

ბიძინა ივანიშვილმა მინისტრთა კაბინეტშიც კი არავის დანიშვნის უფლება არ მოგცათ - შემიძლია ერთი რამ დაგპირდეთ: პარლამენტის თავმჯდომარის რანგში თქვენი საქმიანობა იმით დაასრულეთ, რომ ქართველმა ხალხმა გავრილოვს მიგაყოლათ და გაგაგდოთ, პრემიერის რანგშიც ქართველი ხალხის არჩევანით დაასრულებთ საქმიანობას, რადგან ივანიშვილს დრო არ ექნება, თქვენც მოგისროლოთ, როგორც სხვა პრემიერი-მინისტრები მოისროლა როგორც გაფუჭებული სათამაშოები, როდესაც ისინი მობეზრდა, - ამ შინაარსის განცხადებით მიმართა “ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პრემიერ - მინისტრის პოსტზე წარდგენილ ირაკლი კობახიძეს.

სამადაშვილმა კობახიძის მისამართით განაცხადა ისიც, რომ “დიდი სიამოვნებთ უყურებს არჩევნების შემდეგ როგორ გაისტუმრებს მას ქართველი ხალხი იქ, სადაც არის იმ ადამიანის ადგილი, ვინც ზვიად გამსახურდიას სავარძელი გავრილოვს დაუთმო“.

გარდა ამისა, სამადაშვილმა კობახიძეს რჩევა მისცა, “ეკონომიკაზე სასაუბროდ სავარჯიშოდ ვინმეს მიბარდეს“.

„დღეს თქვენ დაადასტურეთ, რომ მთელი თქვენი საუბარი ეკონომიკის ზრდაზე თაღლითობაა. თავად დაადასტურეთ, რომ როცა გჭირდებათ ნომინალურ ზრდაზე საუბრობთ, როცა არა - არა. ჩვენც ამას გეუბნებით, რომ მონაცემებით მანიპულირებთ. რეალურად ქვეყანაში არის უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა და კარგია, რომ დაადასტურეთ ის, რომ მთელი თქვენი ეკონომიკური პოლიტიკა ციფრებით მანიპულაციაა.

ძალიან გწყდებათ გული, როდესაც გეუბნებით, რომ ქვეყანაში რუსეთის ინტერესებს ატარებთ. დღეს ამბობთ, რომ „ლელოს“ გეგმა თუ როგორ დაიცვას სახელმწიფომ თავი რუსეთის გავლენისაგან, ეს საქართველოს განადგურების გეგმა არის, რადგან ეკონომიკა რუსეთზე ისეა მიბმული, რომ რუსეთთან პოლიტიკის გადახედვით გავნადგურდებით. დიახ, ამას გეუბნებით, რომ გასული 12 წლის განმავლობაში შეასრულეთ რუსეთის დავალება, ეკონომიკა რუსეთს მიუერთეთ და ამიტომ ლოგიკურია, რომ „ლელოს“ გეგმა თუ როგორ დაიცვას სახელმწიფომ თავი რუსეთისგან და როგორ გახდეს რეალურად ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სახელმწიფოს განადგურების გეგმად მიგაჩნიათ.

კარგია რომ დაგვიდასტურეთ ის, რასაც დიდი ხანია ვამბობთ“, - მიმართა სალომე სამადაშვილმა ირაკლი კობახიძეს.

„ლელოს“ დეპუტატს სპიკერატიდან პარლამენტის თავმჯდომარე შემდეგი რეპლიკით გამოეხმაურა: - „თქვენი ბოღმის ლექსიკონი კვლავ აქტიურია“.

სამადაშვილის გამოსვლას სხდომათა დარბაზში შეძახილები მოჰყვა.

„ერთი შეამოწმეთ, ძრავაში ცეცხლი არ გაგიჩნდეთ“, - მიმართა სამადაშვილს უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა