მიხეილ სააკაშვილი - როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ, რომელიც ბიზნესპროექტია? „ლელო“ არის ბადრის და მამუკას ბიზნესპროექტი, „ახალი“ თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი
გოჩა მირცხულავა: მოკალი ქრისტე - როდესაც ვიცით, რას ვიქმთ ანუ ქართული პოლიტიკისა და საზოგადოების სულიერი კრიზისი
კირ სტარმერი მეფე ჩარლზ III-ეს ესაუბრა და გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება აცნობა.
მოსახლეობის 96.1% საქართველოს მოქალაქეა - თბილისში 1 331 მლნ ადამიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 34%-ს შეადგენს და 2014 წლის მონაცემებთან შედარებით 20%-ით მეტია - 54%-ით გაიზარდა მოსახლეობის რიცხოვნობა ბათუმში
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
გოჩა მირცხულავა - ლევან ხაბეიშვილის „ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი“ - რატომ და ვისთვის?
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - შს მინისტრის მოადგილე
თინა ბოკუჩავა - მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა

არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილის განცხადება, რომ „რუსთაველის გავსება შესაძლებელია“, დესტაბილიზაციისკენ მოწოდებაა

09.02.2024 ნახვები: 582

ვინც პატიმრობაში არ არის, რუსთაველზე გასეირნების უფლება ყველას აქვს! - სააკაშვილს აქვს გარე მხარდაჭერაც და გამორიცხული არ არის სწორედ ის გახდეს კოლექტიური რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებული ფრონტის ხელმძღვანელი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს.

თალაკვაძის თქმით, მისი განცხადება, რომ „რუსთაველის გავსება შესაძლებელია“, დესტაბილიზაციისკენ მოწოდებაა და „მეორე სერია იქნება ის, რომ მოუწოდებს თავს დაესხან სახელმწიფო ინსტიტუტებს“.

„ვინც პატიმრობაში არ არის, რუსთაველზე გასეირნების უფლება ყველას აქვს! მისი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსთან, რომელიც მუდმივად ცვლის თავის პოზიციას. ხან ამბობს, რომ იმდენად ავად არის, ვეღარ აფასებს სიტუაციას, ხან პოლიტიკას ემიჯნება, ხან უკრაინის პოლიტიკაშია, ხან საქართველოში ჩრდილიდან მართავს თავის პარტიას და დღეს უკვე გამოაცხადა, რომ კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" და მისი პოლიტსაბჭოს ლიდერი ვიქნებიო. უკიდურესად არასერიოზული და არათანმიმდევრულია მისი განცხადებები. პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან ისეთმა ადამიანებმა გადააყენეს, რომლებსაც თვითონ ჩააცვა და მოიყვანა პოლიტიკაში გაუგებარი სივრციდან, არც გამოცდილებით, არც გაკეთებული საქმით რომ არ იმსახურებენ, არათუ ამ დიდი ოპოზიციური პარტიის, არამედ არც ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერობას, ისეთმა ადამიანებმა ჩამოართვეს სააკაშვილს თავმჯდომარეობა, გავლენები და მისი პოლიტიკური მემკვიდრეობის გაყოფა დაიწყეს. მას ახლა სჭირდება ყოველდღიურად დაამტკიცოს, რომ ისევ ლიდერია და აკეთებს განცხადებებს, რომლითაც მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა. მას სურს ოპოზიციური არხების პირველი ამბავი და ნიუსი თვითონ იყოს. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ არსებობენ ბნელი ძალები, რომლებიც ცდილობენ სააკაშვილი დააბრუნონ პოლიტიკაში და ამისთვის არც ერთი მეთოდის გამოყენებას არ მოერიდებიან. მისი განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, რომ მას აქვს გარე მხარდაჭერაც და არ არის გამორიცხული, სააკაშვილმა დაიბრუნოს გავლენები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და სწორედ ის გახდეს კოლექტიური რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებული ფრონტის ხელმძღვანელი. ამაში ვერავინ შეუშლის ხელს, რადგან ეს ადამიანები მისი ქვეშევრდომები არიან, რომელსაც ერთპარტიულად და ერთპიროვნულად მართავდა ამდენი წელი. ეს იყო ყოველთვის ერთი კაცის პარტია და ახლა ეს ერთი კაცი ამბობს, დავბრუნდები ბორდის თავმჯდომარედო,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო ჩართვისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადგილას, სახალხო პლატფორმას რუსთაველზე გადაიტანდა. "არ ვაპირებ მოქმედი პრეზიდენტისთვის ჭკუის დარიგებას, უბრალოდ გეტყვით, რომ მის ადგილას რომ ვიყო, მე სახალხო პლატფორმას ქუჩაში გამოვიტანდი - იპოდრომი, რომელიც ქალბატონი სალომესთვის ნაცნობია, პრაქტიკულად, აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს რუსთაველი, რომლის გავსებაც შესაძლებელია, ყველას ერთად შეუძლია. თუ პრეზიდენტი აიღებს ამ ინიციატივას, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ", - განაცხადა სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა