ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნატო-ში აშშ-ის ელჩი - ვაშინგტონის სამიტზე უკრაინა ალიანსში გაწერვიანების მიწვევას, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს

ნახვები: 626 ნატო-ში აშშ-ის ელჩი - ვაშინგტონის სამიტზე უკრაინა ალიანსში გაწერვიანების მიწვევას, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს

ნატო-ში აშშ-ის ელჩი ჯულიან სმიტი ამბობს, რომ წელს, ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე უკრაინა ალიანსში გაწერვიანების მიწვევას, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს.

„რაც შეეხება ამ ზაფხულში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს, არ ველოდები, რომ ამ ეტაპზე ალიანსისგან მიწვევა იქნება“, – განაცხადა სმიტმა.

ნატო-ში აშშ-ის ელჩის განცხადებით, ის ელოდება, რომ, სანაცვლოდ, მოკავშირეები შეძლებენ, უკრაინასთან ალიანსის დაახლოების გაგრძელების შესახებ მკაფიო გზავნილი გააკეთონ.

სმიტის თქმით, გასულ წელს ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე მოკავშირეებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ უკრაინის მომავალი ნატო-შია.

„ჩვენ ვაგრძელებთ ფოკუსირებას, პირველ რიგში, მათ მხარდაჭერაზე მიმდინარე ბრძოლაში და ბრძოლის ველზე მათი გამარჯვების უზრუნველსაყოფად“, – დასძინა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა