ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ჯო ბაიდენი - უკრაინის მხარდაჭერაში წარუმატებლობა არასოდეს იქნება დავიწყებული

ნახვები: 602 ჯო ბაიდენი - უკრაინის მხარდაჭერაში წარუმატებლობა არასოდეს იქნება დავიწყებული

ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის მხარდაჭერაში წარუმატებლობა არასოდეს იქნება დავიწყებული, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში არდადეგები ისე დაიწყო, სენატის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დახმარებასაც ითვალისწინებს, არ განუხილავთ.

წარმომადგენელთა პალატის მიმართ კრიტიკული განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ენდრიუ ბეიტსმაც გააკეთა.

მისივე თქმით, პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა შესვენება გამოაცხადა, ნაცვლად იმისა, რომ დაასრულოს ზიანი, რომელსაც ის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას აყენებს.

შეგახსენებთ, სამშაბათს, აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და სხვა მოკავშირე ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა