SSU exposes FSB agent planning strike on Ukrainian drone repair unit
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 555.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
Trump and Xi discuss Russia’s war against Ukraine
AFU General Staff streamlines procedure for discharge from military service
France on Putin at G20: U.S. to decide who is invited
Trump and Xi hold talks at White House
მაკრონი: ლაიფციგის აეროპორტში მომხდარის მსგავსი თავდასხმა საფრანგეთშიც შეიძლება განხორციელდეს
წლების მანძილზე სახელმწიფო ბრალდებას წარმოვადგენდი, დღეს კი საქმეს დაცვის პოზიციიდან ვუყურებ - ინტერვიუ ადვოკატ თორნიკე ტატუნაშვილთან

დმიტრო კულება - პოლიტკოვსკაია, ლიტვინენკო, მაგნიტსკი, ნემცოვი, ნავალნი პუტინის მიერ მოკლული კრიტიკოსების მხოლოდ ნაწილია

ნახვები: 641 დმიტრო კულება - პოლიტკოვსკაია, ლიტვინენკო, მაგნიტსკი, ნემცოვი, ნავალნი პუტინის მიერ მოკლული კრიტიკოსების მხოლოდ ნაწილია

პოლიტკოვსკაია, ლიტვინენკო, მაგნიტსკი, ნემცოვი და ნავალნი პუტინის მიერ მოკლული კრიტიკოსების მხოლოდ ნაწილია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“პოლიტკოვსკაია, ლიტვინენკო, მაგნიტსკი, ნემცოვი, ნავალნი მხოლოდ ყველაზე მეტად ცნობილი სახელების ნაწილია კრიტიკოსების გრძელ სიაში, რომლებიც პუტინმა მოკლა.

ყოველი მკვლელობის შემდეგ იყო აღშფოთება, მაგრამ პუტინს საბოლოო ჯამში ეს შერჩა, და მსოფლიო ლიდერებმა კვლავ ჩამოართვეს მას ხელი. ამან გაამხნევა გაეგრძელებინა ადამიანების მკვლელობა.

დღეს, ზოგიერთი ხმა აგრძელებს იმის მოწოდებას, რომ პუტინს უნდა მოვუსმინოთ და მოლაპარაკებები გავმართოთ მასთან. დროა დავასრულოთ გულუბრყვილობა. სანამ მოსკოვთან რამე აზრიანი ჩართულობის დაწყება იქნება შესაძლებელი, რუსეთი უკრაინაში უნდა დამარცხდეს და პუტინმა საბოლოოდ უნდა ისწავლოს გაკვეთილი”, - წერს კულება.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, დღეს, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა