18 ივლისს, გეგე დადიანის რომანის „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ წარდგენა გაიმართება
მანჩესტერის ყოფილი მერი ენდი ბერნჰემი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გახდა — ვინ არის დიდი ბრიტანეთის სავარაუდო მომავალი პრემიერ-მინისტრი?
ზურაბ ჩხაიძე: მურთაზ ზოდელავას მდგომარეობა სტაბილურია, ინსულტზე საუბარი არ არის
სააკაშვილი: მურთაზ ზოდელავამ ციხეში ორჯერ ინსულტი გადაიტანა და მძიმე მდგომარეობაში „ვივამედში“ გადაიყვანეს
ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელი სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის აშშ-ის ვიზების წესებს ამკაცრებს
War update: Nearly 250 battles on front lines; Russians attack most intensely in three sectors
Unmanned Systems Forces strike 159 vessels of Russia’s shadow fleet in 12 days
Russian army loses another 1,370 troops and helicopter in war against Ukraine over past 24 hours

"ოცნება" არ გამოეხმაურება პუტინის ოპონენტის მკვლელობას, რადგან ისინი კრემლს ემსახურებიან - კუპრაძე

17.02.2024 ნახვები: 577

"ლელოს" გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს არ უკვირს, რომ ამ დრომდე, ოფიციალურ თბილისს არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ, რადგან მისის თქმით, "ოცნება" კრემლს ემსახურება და ისინი ცხადია არ გამოეხმაურებიან პუტინის ოპონენტის "მკვლელობას".

"პუტინმა მოკლა კიდევ ერთი ოპონენტი. მიუხეედავად იმისა, რა აზრიც არ უნდა გქონდეს ნავალნისთან დაკავშირებით, ცხადია, რომ ეს არის ავტოკრატიული, დანაშაულებრივი, სამართლის გარეშე სახელმწიფო, რომელსაც პუტინი მართავს და ცხადია, რომ "ოცნება" არ გამოეხმაურება პუტინის ოპონენტის მკვლელობას არცერთ შემთხვევაში, რადგან ისინი ემსახურებიან კრემლის და რუსეთის ინტერესებს", - ამბობს კუპრაძე.

მსოფლიომ განაგშის სიგნალი ჩართო, ოფიციალური თბილისი კი დუმს. მაშინ, როდესაც ამერიკის და ევროპის პოლიიტიკური ლიდერები ერთი მეორის მიყოლებით ნავალნის სიკვდილში პუტინს ადანაშაულებენ, საქართველოს მთავრობა სამძიმრის წერილსაც კი არ ავრცელებს. 

პუტინის მიერ ოკუპირებული ქვეყნის პრემიერი დუმს. განცხადებას არ აკეთებს არც პარლამენტის თავმჯდომარე. არსად ჩანს არც სახელისუფლებო პარტიის ლიდერის სამძიმარი ნავალნის ოჯახისთვის.

რუსი ოპოზიციონერის ბურუსით მოცულ სიკვდილს საქართველოს ოფიცილური პირების მხრიდან სრული დუმილი მოყვა.   ირაკლი კობახიძემ პირველივე ტესტი, ვერ ჩააბარა, ხელისუფლების ზოგიერთი ლიდერი კი ნავალნიზე დასმულ კითხვებს ტრიბუნიდან გაექცა.

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, პუტინის მთავარი ოპონენტი 47 წლის ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში, სადაც სასჯელს იხდიდა გარდაცვლილი იპოვეს.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია. პუტინის პრეს-მდივანი კი ამბობს, რომ ყევლაფერს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2012 წლის 19 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა გერმანიიდან რუსეთში ბრუნდებოდა. ის 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და რუსეთში დაბრუნებამდე გერმანიაში მკურნალობდა.

ტვპირველი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა