ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

კაია კალასი - ესტონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ათი პირი დააკავეს

ნახვები: 614 კაია კალასი - ესტონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ათი პირი დააკავეს

ესტონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ათი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ესტონეთმა წარმატებით შეაჩერა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ჰიბრიდული ოპერაცია ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ ვიცით, რომ კრემლის სამიზნე ჩვენი დემოკრატიული საზოგადოებაა. ჩვენი პასუხია: იყავით ღია და გამოავლინეთ მათი მეთოდები. ეს არის გზა, რათა შევაჩეროთ მავნე ქმედებები და გავხდეთ გამძლეები“, – წერს კალასი.

როგორც ცნობილია, დაკავებულები რუსეთის სპეცსამსახურის დავალებით მოქმედებდნენ და მათი მიზანი ესტონეთის საზოგადოებაში შიშისა და დაძაბულობის შექმნა იყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა