ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო ზაფხულისთვის იქნება მზად

ნახვები: 597 ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო ზაფხულისთვის იქნება მზად

უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო ზაფხულისთვის იქნება მზად. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო ევროპულ პარლამენტში არჩევნებამდე არ იქნება მზად, რომელიც ივნისის დასაწყისში გაიმართება.

“სკრინინგის პროცესზე შესანიშნავ პროგრესს ვაღწევთ. ეს ძალიან კარგია. და მოლაპარაკებების ჩარჩოებზე ვმუშაობთ. ჩემი საუკეთესო ვარაუდია, რომ ის ევროპულ არჩევნებამდე არ იქნება მზად, არამედ მას შემდეგ, ვინაიდან, მოლაპარაკებების სხვადასხვა პოზიციების განვითარებას ვხედავ. ეს დროს წაიღებს. მაგრამ ვფიქრობ, რომ დაახლოებით ზაფხულში, ზაფხულის დასაწყისში მზად ვიქნებით”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, ევროკომისიამ იანვარში დაიწყო უკრაინისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტზე მუშაობა - დოკუმენტზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების წარმოების პრინციპებსა და პროცედურებს განსაზღვრავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა