ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

მიხეილ დაუშვილი - ჩვენი მიზანია, ყველა პროცესი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი შევუწყოთ

ნახვები: 594 მიხეილ დაუშვილი - ჩვენი მიზანია, ყველა პროცესი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი შევუწყოთ

ჩვენი მიზანია, ყველა პროცესი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი შევუწყოთ, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულების საკითხზე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, რასაც “ქართული ოცნება” სთავაზობს, ვერ იქნება ვერც ყოვლისმომცველი და ვერც ეფექტური.

“ჩვენი მიზანია, რომ ყველა პროცესი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი შევუწყოთ. მიუხედავად იმისა, მოლოდინები პოზიტიური გვაქვს, ნაკლებად პოზიტიური, თუ მაღალი, მთავარია, ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობები უნდა შევასრულოთ.

“ოცნებას” რაც აქვს წარმოდგენილი, უშუალოდ მაგ ცვლილებებსა და ინიციატივებში ვერ ვხედავ პრობლემას. პრობლემა იმაში კი არ არის მისაღებია თუ არა, არ ფუჭდება არაფერი, რაღაცებს გააუმჯობესებს. მთავარია, 9 რეფორმაში გვიწერია ყოვლისმომცველი და ეფექტიანი რეფორმები, სამწუხაროდ, რასაც გვთავაზობენ [ “ქართული ოცნება”] ვერ იქნება ვერც ყოვლისმომცველი და ვერც ეფექტური. დანარჩენი რასაც გვთავაზობენ მისაღებია, არც არაფერს გააფუჭებს, თუმცა არც არაფერს გააკეთებს სიღრმისეულად”, - განაცხადა დაუშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა