ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - გააუქმეთ ყალბი NGO-ები, დახურეთ ანგარიშები, სადაც გერიცხებათ თანხები, სავარაუდოდ, უცხოეთიდან და დაუბრუნდით ქართულ პოლიტიკას

ნახვები: 618 შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - გააუქმეთ ყალბი NGO-ები, დახურეთ ანგარიშები, სადაც გერიცხებათ თანხები, სავარაუდოდ, უცხოეთიდან და დაუბრუნდით ქართულ პოლიტიკას

გააუქმეთ ყალბი NGO-ები, დახურეთ ანგარიშები, სადაც გერიცხებათ თანხები, სავარაუდოდ, უცხოეთიდან და დაუბრუნდით ქართულ პოლიტიკას, ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება არც რუსულს, არც შვედურს, არც ამერიკულს და არცერთ სხვა ფულს , - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციაში ფინანსების მოსაზიდად ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა ძალიან პოპულარულია, თუმცა ქართული სახელმწიფოს ინტერესებში ეს არ შედის, რადგან „ქართული პოლიტიკა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, დააფინანსოს ქართულმა ბიზნესმა“.

„ბატონმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება მოგვცა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვქმნით იმისათვის, რომ ფინანსები მოვიზიდოთ და რა არის ამაში ცუდიო? ამასაც ვერ ხვდება. ავხსნი რა არის ცუდი. ყალბი NGO-ების სქემები, როგორც ჩანს, ძალიან პოპულარული გახდა ოპოზიციურ პარტიებში დაფინანსებისთვის. დაფინანსება საიდან არის, უცხოეთიდან ხომ? ჯერ ერთი, აკრძალულია და მეორე, რომელი ქართული პოლიტიკა უნდა გატარდეს უცხოური დაფინანსებით პარტიებში? ყველა ქვეყანაში პარტიების უცხოური დაფინანსება აკრძალულია. როდის ხდება იცით ეს პრობლემა? რატომ ვერაფერს ამბობთ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით? არის ქვეყნები, რომელთაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველომ ორმხრივი სანქციები დაუწესოს რუსეთს. ქართველი ხალხის ინტერესში ეს არ შედის. რატომ ხართ ჩუმად? იმიტომ, რომ დაფინანსების იმ სქემებში ხართ, იმ ქვეყნებიდან დაფინანსების, რომელთაც ინტერესი აქვთ, რომ საქართველომ დააწესოს სანქციები. ეს არის პრობლემა, ეს არის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე უცხოური ფულის მეშვეობით და ამას უნდა შეეშვათ. გააუქმეთ ყალბი NGO-ები, დახურეთ ანგარიშები, სადაც გერიცხებათ თანხები, სავარაუდოდ უცხოეთიდან და დაუბრუნდით ქართულ პოლიტიკას. ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება არც რუსულს, არც შვედურს, არც ამერიკულს და არცერთ სხვა ფულს, ქართული პოლიტიკა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, დააფინანსოს ქართულმა ბიზნესმა. ასე კეთდება პოლიტიკა, ეს არის სუვერენიტეტი. ყოველ ჯერზე საუბრობთ იმაზე, თუ რა წარსული გვაქვს ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვებისა. ყოფილი კოლონიის კომპლექსები უნდა მოიცილოთ. გუშინ ერთი დედაქალაქი იყო თქვენთვის ცენტრი და დღეს მეორე დედაქალაქია თქვენთვის ცენტრი. ასე არასერიოზულად აღგვიქვამს ყველა. ჩვენ თუ საკუთარ თავს, საკუთარ სუვერენიტეტს პატივი არ ვეცით, არავინ პატივს არ გვცემს. რა თქმა უნდა, ყველასთვის კომფორტულია ჰყავდეს პარტნიორად ისეთი ქვეყანა, რომ რაღაცას იტყვი და ყველანაირად დაგეთანხმება, მაგრამ ხანდახან ასეც ხდება, ჩვენი ინტერესები არ ემთხვევა სხვების ინტერესებს. ასეა მოწყობილი სამყარო, რომ არსებობს მუდმივი ინტერესები და არა მუდმივი მეგობრები. ესეც ხომ იქაა ნათქვამი, ევროპაში?“, - განაცხად შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს მადლობა გადაუხადა საგნობრივი დისკუსიისთვის.

„უპირველეს ყოვლისა მადლობა საგნობრივი დისკუსიისთვის. ცოტა გამიკვირდა, რომ ვერ მოვისმინე სიტყვები: ოლიგარქია, კლანი, სად გაქრა ეს ყველაფერი? დავფიქრდი და მივხვდი, არჩევნები ოხერია. მიხვდით ხომ ხალხს რა აინტერესებს? ის თემები, რომელსაც ატრიალებდით 3 წელი, არ იყო ის თემები და საკითხები, რომელიც ხალხს აინტერესებს. კარგია, რომ მიხვდით და საინტერესო იქნება წინასაარჩევნო კამპანიაში რა გექნებათ სათქმელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა