ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და ევროპისთვის ტრაგედია იქნება, თუ აშშ-ის დამატებითი დახმარების გარეშე მოგვიწევს გადარჩენა

ნახვები: 595 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და ევროპისთვის ტრაგედია იქნება, თუ აშშ-ის დამატებითი დახმარების გარეშე მოგვიწევს გადარჩენა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისა და ევროპისთვის ტრაგედია იქნება, თუ მის ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების დამატებითი დახმარების გარეშე მოუწევს გადარჩენა. აღნიშნულის შესახებ მან „ფოქსნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„გადარჩებიან თუ არა უკრაინელები კონგრესის მხარდაჭერის გარეშე? რა თქმა უნდა, მაგრამ არა ყველა ჩვენგანი. ჩვენ თუ გვესმის ამის საფასური და მსოფლიო თუ მზად არის ამისთვის, მაშინ კარგი, თქვენ ამას ნახავთ, მაგრამ ეს ტრაგედიაა. ეს იქნება ტრაგედია ყველა ჩვენგანისთვის, არა მხოლოდ უკრაინის და უკრაინელებისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, პუტინი არასოდეს გაჩერდება და ის გაივლის აღმოსავლეთ ევროპის გზას, რადგან მას ეს სურს.

„ჩვენ გვჭირდება შორი მოქმედების იარაღი. ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ ამაზე კონგრესმენებთან. მე ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენსაც. ეს ყველას ესმის. 300 კილომეტრ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის ტიპის რაკეტები ძალიან დაგვეხმარება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

აშშ-ს სენატმა მიიღო 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, რომელიც მოიცავს უკრაინის დახმარებასაც, მაგრამ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა აღნიშნა, რომ კონგრესი მას არ დაამტკიცებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა