საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო
ირაკლი კობახიძე - თუ ევროპარლამენტს უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა, მიიღებენ შესაბამის პასუხს!
Russian strike on gas station and parking lot in Zaporizhzhia injures one
“Alpha” Special Forces Officer Stakhovsky: Unit welcomes women as well
Russian strategic bombers conduct 16-hour flight over Barents and Norwegian seas
War update: 221 clashes at front line over past day, Pokrovsk sector most active
Air defense neutralizes 118 of 135 Russian drones used to attack Ukraine from yesterday evening
Russian stock market collapses to its lowest level in four years

ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტს ომის შემდგომ პერიოდში ღაზის სექტორის შესახებ საკუთარი გეგმა წარუდგინა

23.02.2024 ნახვები: 579

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის შემდგომი ღაზის სექტორთან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტს საკუთარი ხედვა წარუდგინა.

გეგმის მიხედვით, ისრაელი ღაზის სექტორში განუსაზღვრელი ვადით გააკონტროლებს უსაფრთხოებას, ტერიტორიის მართვას კი ის პალესტინელები განახორციელებენ, რომელთაც ისრაელის მიმართ მტრულად განწყობილ დაჯგუფებებთან კავშირი არ აქვთ. ამავე დოკუმენტსა და კონტექსტში ნახსენები არ არის პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია. ნეთანიაჰუ მანამდეც გამორიცხავდა საერთაშორისო საზოგადოების მიერ მხარდაჭერილ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ღაზაში რაიმე როლს ომის შემდგომ პერიოდში.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის მთავარ მოკავშირეს, აშშ-ს სურს, ღაზა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დაფუძნებულმა პალესტინის ადმინისტრაციამ მართოს. ნეთანიაჰუს ხედვით, ღაზა დემილიტარიზებულია, ისრაელი იქნება პასუხისმგებელი ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი სამხედრო პოტენციალის აღმოფხვრასა და საზოგადო წესრიგის უზრუნველყოფაზე. ეგვიპტის საზღვართან იქნება „სამხრეთის კარიბჭე“ – ღაზის ტერიტორიაზე მიწისქვეშა თუ სახმელეთო კონტრაბანდის პრევენციისთვის. „დერადიკალიზაციის პროგრამები“ წარმოდგენილი იქნება ყველა საგანმანათლებლო თუ რელიგიურ დაწესებულებებში.

ამავე გეგმის მიხედვით, ისრაელი იზრუნებს უსაფრთხოების კონტროლზე იორდანიის დასავლეთით არსებულ ტერიტორიაზე – იქნება ეს საჰაერო, სახმელეთო თუ საზღვაო უსაფრთხოება.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის პრემიერის მიერ წარდგენილ გეგმას „განწირულს“ უწოდებენ პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციაში. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ნაბილ აბუ რუდეინეს თქმით, „მსოფლიოს მართლაც რომ აინტერესებდეს რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა, მაშინ პალესტინის ტერიტორიაზე ისრაელის ოკუპაციას დაასრულებდა და პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოს აღიარებდა“.

ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კიდევ ერთხელ გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, თუ დასავლეთის ქვეყნები პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივად აღიარებენ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა