ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

ურსულა ფონ დერ ლაიენი - მარტის შუა რიცხვებისთვის უკრაინას მივაწვდით ზოგად ჩარჩოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის

ნახვები: 597 ურსულა ფონ დერ ლაიენი - მარტის შუა რიცხვებისთვის უკრაინას მივაწვდით ზოგად ჩარჩოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის

მარტის შუა რიცხვებისთვის უკრაინას მივაწვდით ზოგად ჩარჩოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში განაცხადა, სადაც უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ წლისთავთან დაკავშირებით ჩავიდა.

ფონ დერ ლაიენმა კიევში ყოფნისას განაცხადა, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურ დაწყებამდე, 2024 წლის მარტის შუა რიცხვებისთვის ევროკავშირი ჩაატარებს მნიშვნელოვან პროცესს უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესაფასებლად.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უკვე დაიწყო პროცესი და ამ გზაზე ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინას რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.

„მოგიწოდებთ, განახორციელოთ ევროკომისიის რეკომენდაციები. ჩვენი მხრივ, მარტის შუა რიცხვებისთვის მოგაწვდით ზოგად ჩარჩოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა