ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ვოლოდიმირ ზელენსკი - არ გვინდა, მოლაპარაკებების რაიმე ფორმატი, მშვიდობის რაიმე ფორმულა მოგვახვიონ თავს

ნახვები: 615 ვოლოდიმირ ზელენსკი - არ გვინდა, მოლაპარაკებების რაიმე ფორმატი, მშვიდობის რაიმე ფორმულა მოგვახვიონ თავს

ჩვენ არ გვინდა, მოლაპარაკებების რაიმე ფორმატი მოგვახვიონ თავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„არ გვინდა, მოლაპარაკებების ფორმატი, მშვიდობის რაიმე ფორმულა მოგვახვიონ თავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივა მხოლოდ უკრაინიდან მოდიოდეს. ეს არჩევნების წელია და ნამდვილად არ მინდა, რომ არჩევნების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნიდან, არადემოკრატიული ან ძალიან დემოკრატიული ქვეყნიდან მოდიოდეს საკუთარი ინიციატივა, რომელიც არ დაემთხვა იმ ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დღეს ომშია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პირველ „მშვიდობის სამიტზე“, რომელიც გაზაფხულზე უნდა გაიმართოს რუსეთის მონაწილეობის გარეშე, შეიმუშავებენ გეგმას, შემდეგ ქვეყნები ტექნიკურად გაუმკლავდებიან თითოეულ კრიზისს, რომელიც ომმა მოიტანა.

ამასთან ერთად, ზელენკისმ აღნიშნა, რომ „მარცვლეულის ინიციატივა“ რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარეშე შემუშავდა, შემდეგ კი გეგმა რუსულ მხარეს გადაეცა და როდესაც რუსეთი გავიდა ინიციატივიდან, უკრაინამ მოაწყო „მარცვლეულის დერეფანი“ მისი მონაწილეობის გარეშე.

„ასეა სამიტზეც. როცა ქვეყნები მოამზადებენ შესაბამის დოკუმენტს, ეს იქნება სამართლიანი, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი მიიღებს ამ დოკუმენტს. ვერავინ იძლევა გარანტიას, რომ რუსეთი მიიღებს ამ დოკუმენტს. ჩვენ არ ვიცით, ვინ იქნება იქ მათ მხარეებთან ერთად, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ დოკუმენტს, ისევე, როგორც „მარცვლეულის ინიციატივის“ ფორმატში, მოლაპარაკების მონაწილეები ამა თუ იმ ფორმატში წარუდგენენ რუსულ მხარეს.

ამის შემდეგ ჩვენ მზად ვიქნებით მეორე სამიტისთვის, რომ გადავდგათ შესაბამისი დიპლომატიური ნაბიჯები სამართლიანი მშვიდობისა და ომის დასრულებისკენ. ეს ჩვენი ინიციატივაა და გვინდა, რომ მსოფლიოს რაც შეიძლება მეტი ქვეყანა იყოს ჩვენთან ერთად. ჩვენ წინ უნდა წავიდეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა