ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

კვარაცხელიამ ძირითადში ითამაშა, მაგრამ შეცვალეს - „ნაპოლიმ“ „კალიარისთან“ მოგება ბოლო წამებზე ხელიდან გაუშვა

ნახვები: 596 კვარაცხელიამ ძირითადში ითამაშა, მაგრამ შეცვალეს - „ნაპოლიმ“ „კალიარისთან“ მოგება ბოლო წამებზე ხელიდან გაუშვა

გავრცელებული ხმები არ დადასტურდა – „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააყენა „კალიასთან“ შეხვედრაში, რომელთანაც ნეაპოლელებმა გამარჯვება ხელიდან ბოლო წამზე გაუშვეს – 1:1.

„ბარსელონასთან“ მომხდარი ინციდენტის გამო, იტალიურ მედიაში ამტკიცებდნენ, რომ „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი ქართველ თავდამსხმელს დასჯიდა და სერია A-ს 26-ე ტურის გასვლით დაპირისპირებაში სასტარტო თერთმეტეულში არ ათამაშებდა.

„კალიარიმ“ თამაში კარგად დაიწყო და „ნაპოლის“ მაღალი პრესინგით ავიწროებდა, რომელიც მეტოქის დაცვას ვერაფერს უხერხებდა. პირველი გოლი 32-ე წუთზე მასპინძლებმა გაიტანეს, მაგრამ ამირ რაჰმანის ავტოგოლი წესის დარღვევის გამო არ ჩათვალეს.

„ნაპოლი“ მეორე ტაიმში გაცილებით გააქტიურდა და 65-ე წუთზე დაწინაურდა. ჯაკომო რასპადორიმ მცველს ფლანგზე ბურთი აართვა და კარის წინ ვიკქორ ოსიმენი მოძებნა, რომელმაც ზუსტი თავური დარტყმით გუნდი დააწინაურა. ნეაპოლელებმა თავისი თამაში იპოვეს და სწორედ ამ დროს, 73-ე წუთზე კალცონამ კვარაცხელია ისევ შეცვალა. „ნაპოლიმ“ კი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – 90+6-ე წუთზე სტუმართა მცველის, ჟუან ჟესუსის შეცდომით ზიტო ლუვუმბომ ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ „იუვენტუსს“ გასვლით მატჩში 27-ე წუთზე 2:1-ს უგებდა, მაგრამ ტურინელებმა თამაშის შემოტრიალება და 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით (დანიელე რუგანი) 3:2 მოგება შეძლეს. მატჩის გმირი დუშან ვლაჰოვიჩი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და მესამე გოლიც მისი ასისტით გავიდა. ქართველი თავდამსხმელი ბოლომდე „ფროზინონეს“ სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

იტალიის სერია A-ში გამართული 26-ე ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 37 ქულით მეცხრე ადგილზეა და ევროზონას ოთხი ქულით ჩამორჩება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონას – 11 ქულით. „ფროზინონე“ კი 23 ქულით მე-16 პოზიციაზეა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა