ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირს ბრალდება წარუდგინა

ნახვები: 597 პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ჩინეთის, რუსეთის და უკრაინის 3 მოქალაქე უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,მეტამფეტამინს“, ,,მდმა“-ს, ,,მეთადონს“ და დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერება ,,კეტამინს“. ასევე, გერმანიის მოქალაქემ საქართველოში უკანონოდ შემოიტანა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,მდმა“-ს და ,,კოკაინს“.

„4 პირს ბრალდება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა, 1 პირს დამატებით წარედგინა ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე. მათთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა