ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!
მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine

გიგი უგულავა - ივანიშვილის დანდობა არ იქნება

ნახვები: 598 გიგი უგულავა - ივანიშვილის დანდობა არ იქნება

"ივანიშვილის დანდობა იქნება ერთადერთ შემთხვევაში, თუ ის, როცა წააგებს და აღიარებს, თუ ამას არ იზამს, მისი დანდობა არ იქნება," - განაცხადა "რეაქციაში" გიგი უგულავამ. 

უგულავას თქმით, ივანიშვილს მოუწევს, რომ წაგებული არჩევნები აღიაროს. 

"ივანიშვილის დანდობა არ იქნება, სამებას გააკეთა და გელათს ანგრევს - ეს არის ივანიშვილის რეალური სახე, ივანიშვილის დანდობა არ იქნება, ივანიშვილის დანდობა იქნება ერთადერთ შემთხვევაში, თუ ის, როცა წააგებს და აღიარებს, თუ ამას არ იზამს, მისი დანდობა არ იქნება. იმიტომ, რომ შეუძლებელია, ადამიანი რუსეთში მიგათრევდეს, არჩევნებს გიყალბებდეს, გცემდეს და მიყავდე ციხეში, ეს დიდი ხანი ვერ გაგრძელდება, მაშინ რუსეთი უნდა ვიყოთ - რევოლუციას ახდენს ასეთ ნაგავი ხალხი, ვინც ხელისუფლებაშია და ეპოტინება ყველა დასაშვები და არადასაშვები მეთოდებით და ახდენს გამწარებული ხალხი,“ - ამბობს უგულავა.

გიგი უგულავა არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბარიერი დაწიოს.

უგულავას თქმით, „ოცნებამ“ შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება დასავლეთის თვალში იმიჯის გამოსასწორებლად მიიღოს.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია შექმნის კოალიციას, უგულავა ამბობს, რომ კოალიციაში იქნებიან ისინი, ვინც ბარიერს გადალახავენ და მთავარი მიზანი იქნება, რომ ქვეყანამ ევროპისკენ სვლა გააგრძელოს.

"ეს გადალაგება აუცილებლად მოხდება. თეორიულად იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ უცბად, პენალტი დაარტყას "ოცნებამ" და ბარიერი დაწიოს - დასავლეთისთვის კუდის საქიცინოთ ან დაითვალეს...

ჩემი აზრით, კოალიციაში იქნება ყველა - პირველი, ვინც გადალახავს, მეორე, ვისთვისაც მკაფიო არის ორი რაღაც - ერთი, ის, რომ ივანიშვილი ჩამოშორდეს ძალაუფლებას, იმისთვის, რომ მეორე და მთავარი შესრულდეს, ქვეყანამ გააგრძელოს ევროპისკენ სვლა,“ - ამბობს უგულავა.

ტვპირველი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა