მიხეილ სააკაშვილი - როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ, რომელიც ბიზნესპროექტია? „ლელო“ არის ბადრის და მამუკას ბიზნესპროექტი, „ახალი“ თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი
გოჩა მირცხულავა: მოკალი ქრისტე - როდესაც ვიცით, რას ვიქმთ ანუ ქართული პოლიტიკისა და საზოგადოების სულიერი კრიზისი
კირ სტარმერი მეფე ჩარლზ III-ეს ესაუბრა და გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება აცნობა.
მოსახლეობის 96.1% საქართველოს მოქალაქეა - თბილისში 1 331 მლნ ადამიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 34%-ს შეადგენს და 2014 წლის მონაცემებთან შედარებით 20%-ით მეტია - 54%-ით გაიზარდა მოსახლეობის რიცხოვნობა ბათუმში
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
გოჩა მირცხულავა - ლევან ხაბეიშვილის „ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი“ - რატომ და ვისთვის?
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - შს მინისტრის მოადგილე
თინა ბოკუჩავა - მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა

ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიო ლიდერების ნებისმიერი ინიციატივა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად, კარგი იქნება მთელი მსოფლიოსთვის

28.02.2024 ნახვები: 581

მსოფლიო ლიდერების ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართული იქნება უკრაინის გაძლიერებაზე რუსული აგრესიის მოსაგერიებლად, კარგი იქნება მთელი მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„მე არ ვყოფილვარ იმ სამიტზე, სადაც მაკრონმა გააჟღერა იდეა. მან თქვა, რომ ისაუბრებდა ახალ შესაძლებლობებზე, როგორ უნდა გაძლიერდეს უკრაინა და გამიზიარებს ინფორმაციას, როცა ის უკრაინაში ჩამოვა. ის მარტის შუა რიცხვებში უნდა ჩამოვიდეს. თუ რაიმე ინიციატივა გააძლიერებს უკრაინას, ეს კარგი იქნება მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მანამდე ჰქონდა ნაყოფიერი შეხვედრა მაკრონთან, სადაც განიხილეს მრავალი ინიციატივა, როგორ უნდა გაძლიერდეს უკრაინა ბრძოლის ველზე. ზელენსკის განმარტებით, ამავდროულად, მთავარი ფუნდამენტური ინიციატივა ამ დროისთვის არის ის, რომ პარტნიორებმა შეასრულონ წინა შეთანხმებები უკრაინისთვის იარაღის დროულად მიწოდების თაობაზე.

„ჩვენ უნდა გადავრჩეთ და გადარჩენა უკრაინისთვის ნიშნავს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მე არ შემიძლია, გაგიზიაროთ, მაგალითად, არტილერიის რაოდენობა, 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის რაოდენობა. ყველაფერი, რის შესახებაც ჩვენ გვაქვს შეთანხმებები და ხელშეკრულებები, დროულად უნდა მოვიდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პარიზში 26 თებერვალს უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც 20 სახელმწიფოს ლიდერი მონაწილეობდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეები შექმნიან კოალიციას უკრაინისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მისაწოდებლად. მისივე თქმით, პარიზში გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. „დასავლეთის ქვეყნებს შორის ახლა არ არსებობს კონსენსუსი უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე, მაგრამ მომავალში არაფერია გამორიცხული“, – აღნიშნა მაკრონმა. ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ პარიზში გამართულ არაფორმალურ სამიტზე ყველაზე ცხარე დისკუსია უკრაინაში შეიარაღებული ძალების გაგზავნის საკითხზე იყო, თუმცა მოკავშირეებს შორის კონსენსუსი არ არსებობს.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა